მკვლელობა კახეთში – თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში ორი ადამიანია მოკლული.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, დაპირისპირება სამ მამაკაცს შორის სუფრასთან მოხდა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა ორი თანასოფლელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ადგილზე მოკლა.
სავარაუდო დამნაშავე გაქცეულია და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.
რუსთავი2