2024 წლის 23 სექტემბერს შემოდგომის ბუნიობაა. აღნიშნული თარიღის დროს დღისა და ღამის ხანგრძლივობა თითქმის ტოლია. ძველად ადამიანები შემოდგომის ბუნიობას განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ და ბუნებას გულუხვი მოსავლისთვის მადლობას უხდიდნენ. ასევე, როგორი ამინდიც იქნებოდა ამ დღეს, მთელი შემოდგომის დაახლოებით ამინდს განსაზღვრავდნენ. ითვლება, რომ შემოდგომის ბუნიობა ენერგეტიკულად განსაკუთრებით ძლიერი დღეა, ამიტომაც წარმატების მოსაზიდად არაერთი რიტუალი ტარდება.
რა უნდა გააკეთოთ შემოდგომის ბუნიობის დღეს?
გაათავისუფლეთ სახლი ზედმეტი ნივთებისაგან
მიმოიხედეთ თქვენს სახლში და დაემშვიდობეთ იმ ნივთებს, რომლებსაც აღარ იყენებთ. საფუძვლიანად დაასუფთავეთ გარემო. ითვლება, რომ ამ გზით სახლში განახლებულ ენერგიას შეუშვებთ. გადახედეთ ტოქსიკურ ურთიერთობებს და საბოლოოდ დაუსვით წერტილი. შემოდგომის ბუნიობა არასასურველი კომუნიკაციისა და კავშირების დასასრულებლად შესანიშნავი თარიღია. თუ ფიქრობთ, რომ დიეტის დაწყება გჭირდებათ და ამ კვების მოდელის შეცვლა გსურთ, აღარ გადადოთ, სწორედ შემოდგომის ბუნიობის დროს დაიწყეთ. თუ ნივთების გადაყრა გენანებათ, გააჩუქეთ ან გაყიდეთ. ასევე, ასტროლოგების თქმით, აუცილებელია ჩვენი ციფრული ტექნიკაც გავწმინდოთ – გაასუფთავეთ ტელეფონისა და კომპიუტერის მეხსიერება, წაშალეთ არასაჭირო ფაილები, ფოტოები თუ კონტაქტები. განაგრძეთ კითხვა