ხვალ, 5 დეკემბერს, 16:00 საათზე საქართველოს ნაკრები რვა ერის ტურნირზე ბოლო შეხვედრას ფიჯის წინააღმდეგ გამართავს. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ ინექციის გამო ფიჯელებმა ტურნირის ყველა თამაში გამოტოვეს, ჩვენდა სასიხარულოდ მათ შეძლეს ვირუსის დამარცხება, რაც საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი კარგი მატჩის ჩატარების საშუალებას აძლევს, საკმაოდ მრისხანე მეტოქესთან. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს რომ ფიჯს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს .
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, დუბლინში ირლანდიასთან გამართული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა. ცვლილებებია მარქაფაშიც.
ტრავმების გამო ფიჯისთან ვერ ითამაშებენ ბექა გორგაძე და ლაშა ხმალაძე. ბექა გორგაძის ნაცვლად, შერკინების შემკვრელად თამაშს თორნიკე ჯალაღონია იწყებს, ხოლო ფლანკერად ძირითადში ოთარ გიორგაძე ბრუნდება. მეორე ფლანკერი კვლავ ბექა საღინაძე იქნება. მესამე ხაზში შეცვლაზე ამჯერადაც მიხეილ გაჩეჩილაძეს ვიხილავთ.
ფრთაზე თამაზ მჭედლიძის ნაცვლად სანდრო თოდუა ბრუნდება. 9 ნომერზე მარქაფაში გელა აფრასიძე იქნება. ორი ცვლილებაა პირველი ხაზის მარქაფაში, სადაც კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე და ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი ბრუნდებიან. უელსთან ტრავმირებული ნეკნი მოიშუშა და მეორე ხაზში ძირითადში ბრუნდება კოტე მიქაუტაძე, რომელსაც ლაშა ჯაიანი შეუწყვილდება, ხოლო მარქაფაში გრიგორ ქერდიყოშვილი გამოჩნდა.
საქართველო
ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი 14. აკაკი ტაბუცაძე 13. გიორგი კვესელაძე 12. მერაბ შარიქაძე 11. სანდრო თოდუა 10. თედო აბჟანდაძე 9. ვასილ ლობჟანიძე
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი 2. შალვა მამუკაშვილი 3. ბექა გიგაშვილი 4. ლაშა ჯაიანი (5. კოტე მიქაუტაძე 6. ოთარ გიორგაძე 7. ბექა საღინაძე 8. თორნიკე ჯალაღონია
მარქაფა: 16. ჯაბა ბრეგვაძე 17. გურამ გოგიჩაშვილი 18. გიორგი მელიქიძე 19. გრიგორ ქერდიყოშვილი 20. მიხეილ გაჩეჩილაძე 21. გელა აფრასიძე 22. დემურ თაფლაძე 23. დავით ნინიაშვილი.
რაც შეეხება კუნძულელებს, ამ მატჩში ვერნ კოტერი “მფრინავ ფიჯელებს” პირველად უხელმძღვანელებს. სხვადასხვა მიზეზების გამო ფიჯელებს ლეონე ნაკარავა, ვილიამე მატა, პესელი იატო, ჯეილ ვატუბუა, სემი კუნატანი, აპი რატუნიარავა და ტევიტა კავუბატი არ ეყოლებათ. ცხრა მორაგბეს კი ნაკრებში დებიუტი ექნება.
ფიჯი
ხაზი:15. კინი მურიმურივალუ, 14. ჯოშუა ტუისოვა, 13. სემი რადრადრა (კაპიტანი), 12. ლევანი ბოტია, 11. ნემანი ნადოლო, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ფრანკ ლომანი;
შერკინება: 1. პენი რავაი, 2. სამუელ მატავესი, 3. მესაკე დოგე, 4. ტევიტა რატუვა, 5. ტემო მაიანავანუ, 6. ჯონი დაიერი, 7. მესულამე კუნავულა, 8. ალბერტ ტუისუე;
არქაფა: 16. ტევიტა იკანივერე, 17. ჰაერეიტი ჰეტეტი, 18. სამუელა ტავაკე, 19. კრის მინიმბი, 20. მანუელი რატუნიარავა, 21. სიმიონე კურუვოლი, 22. სერუ ვულარიკა, 23. ვაისეა ნაიათალევუ.






























































