გურიის ზღვისპირა კურორტ ურეკში სრული იდილია სუფევს.
როგორც ჩვენი მეგობარი ლალი თავართქილაძე გვატყობინებს, პლიაჟზე ხალვათობაა.
_თუმცა, ნამდვილი ზღვის სეზონი ახლაა. ბევრმა ბათუმიდან და ქობულეთიდან აქ გადმოინაცვლა. საოცარი სიმშვიდეა და მზე მწველი არაა, რაღაცნაირ მკვეთრ ოქრო ფერუმარილს აფრქვევს… ზღვა მშვიდზე მშვიდია და გაყურსული. ძირითადად, გარეთ ყველა პირბადით დადის… კორონა? კორონას აქ რა უნდა? _ ჩვეულ ხუმრობას არ იშლის ქალბატონი ლალი _ მაგნიტური ქვიშის ეშინია… ჩვენ და თოლიები ვართ ამ სეზონის უკანასკნელი მოჰიკანები.