მონადირეთა ჯგუფი ,,ძამა” აგრძელებს საქველმოქმედო აქციებს _ ამჯერად ჯგუფი თბილისში მცხოვრებ სამხარაძეების სამშვილიან ოჯახს დაეხმარება. ბავშვების მამა 2 წლის წინ გარდაიცვალა. მას შემდეგ დედა 3 მცირეწლოვან ბავშვს მარტო ზრდის. ჯგუფის წევრები 31 აგვისტოს ესტუმრებიან სამხარაძეებს. დრო ცოტა დარჩა, შემოგვიერთდით!
აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს.
სურვილის შემთხვევაში, დაუკავშირდით ჯგუფის ადმინისტრაციას ფეისბუქგვერდზე _ “მონადირეთა ჯგუფი ძამა”.
ან დარეკეთ ტელეფონის ნომერზე: 577 46 28 88.
ერთად ვაკეთოთ სიკეთე!