“შემოიყვანეს შოკურ მდგომარეობაში, მძიმე დაზიანებებით, ჰქონდა სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები, სამწუხაროდ ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა,” – ამბობს ჯეო ჰოსპიტალის ექიმი, დავით ბარაბაძე.
ინფორმაციისთვის, ბორჯომში, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს სავარაუდოდ, ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შემთხვევის დროს, ერთ-ერთი მათგანი მძიმედ დაიჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ბორჯომის “ჯეო ჰოსპიტალში” გადაიყვანეს, თუმცა ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. პოლიციამ სავარაუდო დამნაშავე უკვე დააკავა.