შემოქმედის საჯარო სკოლის ორგანიზატორობით საახალწლო ბაზრობა სოფლის პარკში გაიმართა.
ბაზრობაზე ბავშვების მიერ მომზადებული სათამაშოები და ტკბილეული იყო წარმოდგენილი, ასევე, ადგილობრივმა მეწარმეებმა თავიანთი დამზადებული პროდუქცია თუ ნაწარმი წარმოადგინეს.
ბავშვებმა საახალწლო ბაზრობაზე 382 ლარი მოაგროვეს, რითაც ამ დღეებში ოთხ ოჯახს დაეხმარებიან.
“ბავშვებს, მათ მიერ დამზადებული ნაძვის ხის სათამაშოების და ტკბილეულის გაყიდვა, შეიძლება ითქვას, არ გაჭირვებიათ. მსგავსი აქცია პირველად ჩავატარეთ და იმედია, მომავალშიც განვახორციელებთ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ბაზრობის დასასრულს, “მენაბდის მარანმა“, რომელსაც ბაზრობაზე ღვინო და არაყი ჰქონდა გამოტანილი გასაყიდად, 330 ლარი გადასცა სკოლას საჩუქრად, რითაც ახალ წიგნებს შევიძენთ“, _ გვითხრა შემოქმედის საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო სადრაძემ.