“გურია ნიუსისთვის“ ცნობილი ხდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში საფლავების გალავნები გაძარცვული დახვდათ.
“ამას ქრისტიანი კაცის ხელები გააკეთებს?“ _ ამბობენ სოფელ შემოქმედში.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გაძარცვულია, დაახლოებით, 10 საფლავი.
დამატებით დეტალებს “გურია ნიუსი” შსს-ში არკვევს. უწყების კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.