ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის ცენტრში არსებულ მაღაზიაში ამ დროისთვის დადუგენელმა პირებმა ხელყუმბარა შეაგდეს, რომელიც აფეთქდა.
როგორც გვითხრეს, შემთხვევის დროს მაღაზიაში არავინ იმყოფებოდა. ჩვენი ინფორმაციით დაზიანებულია მაღაზიის ინვენტარი.
ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები და გურიის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ და დეტალების დაზუსტებას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ამავე სოფელში, სწორედ აღნიშნული მაღაზიის გვერდით მდებარე მარკეტს უცნობმა პირმა იარაღი ესროლა, საკეტი ამ ფორმით გატეხა და მაღაზია გაქურდა.