ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მკვიდრი ამირან პეშკოვი, თავისი სახლის პირდაპირ, გზის მარჯვენა მხარეს, პატარა დასასვენებელ სკვერს აშენებს. როგორც გვითხრა, დიდი ხანია, ეს ჩაფიქრებული ჰქონდა. ის ხელმარჯვე ოსტატია. ეხერხება ბევრნაირი სამშენებლო საქმის შესრულება. ამჯერად მიზნად დაისახა, სახლის პირდაპირ, სადაც ეკალ-ბარდით დაფარული სივრცე იყო, გაესუფთავებინა და დასასვენებელი სივრცე შეექმნა. ჩანაფიქრის შესრულება გასულ წელს დაიწყო. მალე ლამაზად მოპირკეთებულ ჯებირს დაასრულებს, სადაც უკვე წყალიც გამოიყვანა.
_ გზამშენის ხელმძღვანელი, თემურ ჯახვა ძალიან დამეხმარა. ასევე, ჩემი ახლობლები, შემოქმედის თემის ბიჭებიც მეხმარებიან. მერე აქ ხეებს დავრგავ. გავალამაზებ. სკამებსაც დავალაგებთ. მოვახერხებთ ამ ყველკაფერს. მინდა, ყველა, ახალგაზრდები განსაკუთრებით, დასხდნენ აქ და სიყვარულით ისაუბრონ ერთმანეთთან, _ ამბობს მადლიანი კაცი, ამირან პეშკოვი.
ავტორი