ცნობილი ქართველი მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი ასეთ კურიოზს იხსენებდა:
„1998 წელს „მოსფილმში“ კინოცდებზე ვიყავი მიწვეული და გადაღების მერე ჩემს „მოსფილმელ“ მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ პავილიონში მთელი ღამე ვიქეიფე. დილით კი, ყველას რომ ჩაეძინა, ცალ ხელში ნასუფრალი ნაგვით სავსე პარკი დავიჭირე, მეორეში – სქელტანიანი სცენარი და კინოსტუდიიდან გამოვედი. იქვე უზარმაზარი ნაგვის ბუნკერი იდგა და ინსტინქტურად, ნაგვის მაგივრად ბუნკერში სცენარი გადავუძახე… რა უნდა მექნა, ეს ამხელა კაცი ბუნკერში ჩავეყუდე, რომ ჩემი სცენარი როგორმე ამომეღო. თითქმის მივაღწიე კიდეც მიზანს, როდესაც მოულოდნელად ზურგიდან ვიღაცამ ძლიერად მომქაჩა და მიწაზე დამაგდო. თავი რომ ავწიე, ჩემ წინ ორი ჯანიანი უსახლკარო იდგა და მიბღვერდა.
– აბა, გაეთრიე აქედან! ეს ჩვენი ტერიტორიაა და სხვაგან „იჩალიჩეო“, – დამიყვირა ერთმა.ისინი სანაგვე ბუნკერში ჩავყარე და მხოლოდ მას შემდეგ დავიბრუნე ჩემი სცენარი, როდესაც მორიგე მილიციის ჯგუფი მოგრიალდა. ერთ-ერთმა მათგანმა მიცნო და კოლეგებს უთხრა, – ეს ხომ სანჩო პანსააო…
ავტორი