ლანჩხუთში ინფიცირების 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
“ინფიცირების შემთხვევები შემცირებულია, მაგრამ ვირუსის აქტიური გადაცემა მაინც მიმდინარეობს. თუ დელტა შტამის დროს პირობითად 1 ადამიანი 3-ს ან 5-ს აინფიცირებდა, ამას გადამდებობის კოეფიციენტი მეტი აქვს”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
სულ ლანჩხუთში დაფიქსირებულია ინფიცირების 10199 შემთხვევა, გამოჯანმრთებულია 9590 პაციენტი, გარდაცვლილია 81. აქტიურია ინფიცირების 528 შემთხვევა.