მსახიობ დოდო ჭიჭინაძეს ფილმი “ბაში–აჩუკში” მონაწილეობამ ერთ ცხოვრებისეულ ეპიზოდში ფასდაუდებელი სამსახური გაუწია. უმჯობესია თავად ქალბატონ დოდოს მოვუსმინოთ:
“ – მოსკოვის აეროპორტში ვარ. თბილისის სალაროსთან გამოკრულია: “Нет билетов”. მოლარეს ვემუდარები, ერთი ბილეთი როგორმე აღმოაჩინოს, საღამოს სპექტაკლი მაქვს, რა ვქნა?! მაგრამ “Нет билетов. нет билетов”-თავჩაღუნულმა მიპასუხა.
უცებ თავი ასწია და მეუბნება: “Ой боже, вы чуки-муки?” მივხვდი, გახარებულმა ვუპასუხე: “Да, да я “Баши-ачуки” “. არ გავიდა ხუთი წუთი და აეროპორტის დარბაზში ხმა გაისმა – დოდო ჭიჭინაძე სალაროსთან გამოცხადდეს, დაჯავშნილი ბილეთის მისაღებადო (ვითომ დაჯავშნა მოიხსნა). ცკ-ს მდივნები ისხდნენ დარბაზში. ატყდა ერთი ამბავი: საიდან დაჯავშნა?! მივუახლოვდი და ვუთხარი: “ –Да, исскуство это-высше!”.