ტელეკომპანია „პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, დიანა ტრაპაიძის ინფორმაციით, გლდანში არხის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ტრაპაიძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ეთერში ჩართვისას ჟურნალისტ თათია ჩაფიჩაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ჩვენი ჟურნალისტი იმყოფებოდა იქ, სადაც ავტობუსების მეშვეობით ხდებოდა ამომრჩევლების გადაყვანა რეგიონებში. ის იყო მობილური ტელეფონით და კამერით აპირებდა ჩვენთვის ლაივ რეპორტაჟის მოწოდებას. მას შემდეგ, რაც მან ჩართო ტელეფონი, ჩაარტყეს და არ მისცეს გადაღების საშუალება“, _აღნიშნა ტრაპაიძემ.