ბატონი იპოლიტე ხვიჩია ერთხელ გადაღებებზე ოზურგეთში მიდიოდა და თავს ერთი უჩვეულო შემთხვევა გადახდა.
“მახარაძეში გადაღებაზე მივდიოდით. ერთი ფეხმძიმე გოგონა ტირილით ამოვიდა ვაგონში. ეროსიმ დაუყვავა და მიეფერა. როცა გაიგო, რომ გოგონასთვის ჯიბის ქურდებს 30 მანეთი ამოუცლიათ, ფულიც მისცა. გოგონა საჯავახოში ჩავიდა. მე მივაძახე: ბიჭი თუ შეგეძინოს, ეროსი დაარქვი-მეთქი.
და მოხდა საოცრება – ჩოხატაურში გამოგვეცხადა ეს გოგონა მეუღლითა და პატარა ეროსით. დავულოცე დიდი ეროსის პატარა მოსახელე და ვუთხარი: ეროსის ნიჭიც დაგნათლოდეს, ჩვენო პატარავ-მეთქი”.