საკარანტინო და იზოლაციის ვადები მცირდება. პროტოკოლი უკვე მომზადებულია. ცვლილებებს დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით დღეს განიხილავენ. ამის შემდეგ კი დოკუმენტი მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება და ძალაში შევა.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, უსიმპტომო კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის საკარანტინო პერიოდი 5 დღემდე შემცირდა. კვლევებმა აჩვენა, რომ ასიმპტომური პაციენტები 5 დღის შემდეგ ვირუსის გამავრცელებლები აღარ არიან და საზოგადოებასთან მათი კონტაქტი საფრთხეს არ წარმოადგენს.