მსხვერპლით დასრულდა კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა _ გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი.
შემთხვევა კახეთში, სოფელ დედოფლისწყაროში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა რკინის ღობეს შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, 33 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, ორი მგზავრი კი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მგზავრები ავტომანქანიდან გადმოვარდნენ. ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლით დაიწყო.
წყარო: პრაიმტაიმი