ავარია თბილისში, ორთაჭალაში “ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.
შეჯახებისას ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, მანქანაში 2 ადამიანი იმყოფებოდა, მამაკაცი მანქანაში დაიწვა, ქალი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
წყარო: რუსთავი2