სექსუალური ძალადობის მსხვერპლმა 7 წლის ბავშვმა თავდაპირველად მომხდარის შესახებ სკოლის მანდატურს უამბო.
შემზარავი შემთხვევა კასპში მოხდა. როგორც სკოლაში ამბოენ, ბავშვს ყველაზე ახლო კონტაქტი სწორედ მანდატურთან აქვს. ბავშვი სპეციალური საჭიროების მქონეა. მანდატურმა ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორს მიაწოდა, სწორედ მათ შეატყობინეს მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს. ბავშვს სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, ახლა მასთან ფსიქოლოგები მუშაობენ.
7 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს – დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. დაკავებულია ბავშვის ბიძა, 30 წლის მამაკაცი.
წყარო: რუსთავი2