ავტობუსს, რომლითაც 52 ადამიანი, მათ შორის 12 ბავშვი მგზავრობდა, ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა CNN-ის ინფორმაციით, ბულგარეთში მოხდა.
ინფორმაცია 46 დაღუპულის შესახებ ვრცელდება, მაგრამ ხელისუფლება ამბობს, რომ უცნობია შემთხვევის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა თუ 46.
“შემზარავი სურათია. აქამდე მსგავსი არაფერი მინახავს”,_ განუცხადა ჟურნალისტებს ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
შვიდი ადამიანი, რომლებმაც ცეცხლმოკიდებული ავტობუსიდან გადახტომა შეძლეს, საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცეცხლის გაჩენამდე ან მის შემდეგ, ავტობუსი გზატკეცილზე მდებარე ბარიერს შეეჯახა.