სტამბოლში სამ სართულიანი შენობა მოულოდნელად ჩამოინგრა. რვა ადამიანის გადარჩენა შეძლეს, შენობის ნანგრევებში კი ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლის ვინაობაც ჯერ იდენტიფიცირებული არ არის. ინფორმაციას daily sabah ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, საცხოვრებელი შენობა 1998 წელს იყო აშენებული. მომხდართან დაკავშირებით საქმეს პროკურატურა იძიებს.
პროკურატურის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამკაციანი ექსპერტთა ჯგუფი ჩაატარებს საფუძვლიან შემოწმებას, რათა დადგინდეს ჩამონგრევის მიზეზი და გამოავლინოს შესაძლო დაუდევრობა.