ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში, იმ შენობის მეორე სართულზე სადაც საარჩევნო კომისიაა განთავსებული, საჯარო მოხელეების იმყოფებიან.
“ფანჯრიდან იყურებიან და ამომრჩეველს ასე აღრიცხავენ”, _ გვითხრეს ადგილობრივებმა.
ოთახში შესულ “გურია ნიუსს” გამგებლის წარმომადგენელი, მისი თანაშემწეები, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე და მერიის ზედამხედველობის სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი დაგვხვდნენ _ ზოგი მათგანი ჩვენს დანახვაზე გაიქცა, ზოგი დაიმალა.
კითხვაზე, რას აკეთებდნენ ოთახში საჯარო მოხელეები არასამუშაო დღეს, მერის წარმომადგენლის თანაშემწემ გვიპასუხა, რომ ხალხს ელოდებიან:
_ სოფლის ადმინისტრაციის ოთახია და აქ ვართ. რა პრობლემაა?! ხალხის მოდის, არჩევნების დღეა, ზოგს ცნობა უნდა, ზოგს ამბავი აინტერესებს, _ აღნიშნა ინგა გოგიბერიძემ.
კითხვაზე, რა უნდოდა იმ ოთახში მერიის თანამშრომელს ზაზა სიხარულიძეს, გვიპასუხეს, რომ ხმის მისაცემად მივიდა და ადმინისტრაციას “მოსაკითხად შეუარა“.