ბათუმში, ერთ-ერთი შენობის სარდაფში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.