ცნობილი ასტროლოგი მუშელ ბერჰარდი ამტკიცებს, რომ ყველა ფერს საკუთარი ენერგეტიკა აქვს და მისი გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტში, რაც უფრო დაგვეხმარება. გამოიყენეთ ის ფერები, რომლებიც რეკომენდებულია იმის მიხედვით, თუ რომელ თვეს დაიბადეთ.
იანვარი
ფერი: კარამელისფერი.
თვისებები: ლოგიკურობა, პრაქტიკულობა, მოვლენების რეალურად აღქმა.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც არ გყოფნით სტაბილურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
მნიშვნელობა: დისციპლინირებულობის დახმარებით ეს ფერი არ მოგცემთ საშუალებას, ასცდეთ რეალობას და მყარად იდგებით მოცემულ დროს მიწაზე.
თებერვალი
ფერი: მკვეთრი იასამნისფერი.
თვისებები: ფანტაზია, წარმოსახვა, სულიერება.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გრძნობთ, რომ რაღაცაზე ემოციურად ხართ ჩაიციკლული.
მნიშვნელობა: მკვეთრი იასამნისფერი დაგეხმარებათ სულიერ სიმყარესა და ძალების მოკრებაში.
მარტი
ფერი: სუფთა წყალი.
თვისებები: თანაგრძნობა, ინტუიციურობა, დაფარულობა.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გჭირდებათ მუზა, სიახლე, გსურთ ყური დაუგდოთ შინაგან ხმას.
მნიშვნელობა: ეს ფერი გეხმარებათ, ერთმანეთს დაუკავშიროთ ცნობიერი და არაცნობიერი სამყაროები.
აპრილი
ფერი: მკვეთრი წითელი.
თვისებები: ფეთქებადობა, ენერგიულობა, ვნება, სიმამაცე.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც საჭიროებთ ენერგიის ახალ დოზას, ძალას და უშიშრად გინდათ, რომ იგრძნოთ თავი.
მნიშვნელობა: ეს ფერი გამოიმუშავებს ენთუზიაზმს და ხელს უწყობს გამარჯვებისკენ სწრაფვას.
მაისი
ფერი: ბალახისფერი მწვანე.
თვისებები: სტაბილურობა, გაფურჩქვნა, გაახალგაზრდავება.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გსურთ, მიაღწიოთ ძალის და სურვილის ბალანსს.
მნიშვნელობა: თავდაჯერებული და სავსე ცხოვრება. მოცემული ფერი ხელს უწყობს გამთლიანებას და სტაბილურობას.
ივნისი
ფერი: ოქროსფერი.
თვისებები: მასტიმულირებელი, მბრწყინავი.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გჭირდებათ ურთიერთობა და ახალი პარტნიორები.
მნიშვნელობა: ავსებს ენერგიითა და ახალი ძალით.
ივლისი
ფერი: ღია მარჯნისფერი.
თვისებები: მზრუნველობა, სინაზე, მიმღებლობა.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც საჭიროებთ ემოციურ ზრუნვას და გამთლიანებას სულიერი ტრავმებისა და მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს.
მნიშვნელობა: ნაზი მარჯნისფერი ასოცირდება ქალურ ენერგიასთან და ამაღლებს მიმღებლობის განცდას. მისი დახმარებით ცხოვრება ივსება სიყვარულით და სიხარულით.
აგვისტო
ფერი: ფორთოხლისფერი.
თვისებები: თავდაჯერებულობა, ძალა, ენერგიულობა.
როდის გამოვიყენოთ: თუ გაწუხებთ ზედმეტი სიმორცხვე, გსურთ გახდეთ კრეატიული და მეტად დატკბეთ სიცოცხლით.
მნიშვნელობა: ეს ფერი ასოცირდება ძალასთან და დიდებულებასთან.
სექტემბერი
ფერი: მუქი ცისფერი.
თვისებები: სიბრძნე, ხელოვნება, თავდაჯერებულობა.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გჭირდებათ სიმშვიდე და საკუთარი ცხოვრების დალაგება.
მნიშვნელობა: ეს ფერი ასოცირდება სილამაზესთან, უმანკოებასთან და სიბრძნესთან.
ოქტომბერი
ფერი: ლაჟვარდისფერი.
თვისებები: სიმშვიდე, გაწონასწორებულობა.
როდის გამოვიყენოთ: თუ ილტვით სიმშვიდის მოსაპოვებლად, ბალანსის აღსადგენად.
მნიშვნელობა: განაწყობს ადამიანს, ერთდროულად იყოს ძლიერიც და იმოქმედოს საღი გონებით.
ნოემბერი
ფერი: ბორდოსფერი.
თვისებები: ვნება, მოტივაცია, აქტიურობა.
როდის გამოვიყენოთ: როდესაც გჭირდებათ, გადალახოთ რამე რთული პერიოდი, ლიბიდოს ასამაღლებლად.
მნიშვნელობა: ძლიერი და ვნებიანი, ეს ფერი ხელს უწყობს სიყვარულის და გრძნობების გაღრმავებას.
დეკემბერი
ფერი: მუქი ლურჯი
თვისებები: გასხივოსნება, გონიერება.
როდის გამოვიყენოთ: მოგზაურობის დროს.
მნიშვნელობა: ღრმა მეოცნების ფერი აღნიშნავს სიბრძნეს და ოპტიმიზმს.
ავტორი