სამოქალაქო აქტივისტის, გივი კუბლაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალებას მისი მეგობლები სოციალურ ქსელში ეხმაურებიან.
ლევან ხაბეიშვილი: “ჩემი პოზიტიური და მხიარული ძმა ჩემი გივიკო კუბლაშვილი აღარ მყავს … შენთან სიკვდილს რა უნდოდა ძმაო?”
ნათია სალაძე: “მთელი ღამე ვერ დავიძინე ვლოცულობდი რომ კარგად ყოფილიყავი საოცრად ერთგულო და მებრძოლო როგორ მტკივა ეს უბედურება როგორ დაუჯერებელია სიცოცხლით სავსე ადამიანი არ ვიცი რა ვთქვა მშვიდად განისვენე მეგობარო გივი კუბლაშვილი ვერ ვიჯერებ ♥︎ სადააქ ამ ცხოვრებას სამართალი ესეთი სულის ადამიანები რომ მიდიან. ვუსამძიმრებ მის მეუღლეს შვილებს ოჯახს. არა რა!!! რა დაუჯერებელია შენზე ამ პოსტს ვწერდე”.
თამთა შამათავა: მიჭირს დავიჯერო, რომ აღარ ხარ. ყოველთვის პოზიტიური, ენერგიული, სიცოცხლით სავსე გივიკო. რამდენი რამე მინდა ვთქვა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. უფალმა დაგიმკვიდრის სასუფეველი.
ტიტე გედენიძე: წვერის ტარება რომ დავიწყე და სახლში მეჩხუბნენ, მაშინ მოგიშველიე, მასე კუბლაშვილსაც აქვს მეთქი (იმ დღეს ორივეს ცემით დაგვემუქრნენ). დღეს რომ შენს ასაკს ჩავხედე, ახლა გამახსენდა რომ ჩვენზე გაცილებით უფროსი იყავი, მაგრამ ბევრ ჩვენგანზე ენეგიული და ლაღი. ბევრი რჩევაც მოგიცია, მაგრამ უმრავლესობა მგონი არც გამითვალისწინებია, რაც არ უნდა იყოს, მიხარია რომ გიცნობ, კარგი ადამიანი ხარ და მჯერა, რომ ყველაფერი ბოლომდე მიყვანილი იქნება, რაც დაწყებული გაქვს.
მარიამ ქელბაქიანი: ვერ ვიჯერეებ, რატო ხდება ამდენი საშინელება. არ მახსენდება, რამე დამჭირვებოდა და პირველი არ გამომხმაურებოდა! უერთგულესი მეგობარი და უწესიერესი ადამიანი!
როგორ დავიჯერო, რომ აღარ ხარ.