ამ დროისთვის ჩოხატაურის მაღალმთიან სოფლებში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ განუცხადა.
“ყველა სოფლის ცენტრალური გზა გაწმენდილია, გაწმენდილია კლინიკების აფთიაქების მაღაზიების მისასვლელები, გაწმენდილია საკვირაო ბაზრისთვის განკუთვნილი როგორც შიდა ასევე გარე ტერიტორია. თოვლის საფარის რაოდენობისგან გამომდინარე მაღალმთიან სოფლებში ამ წუთებშიც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება ყველა სოფელს”,_ ამბობს შარაშიძე.
ინფორმაციისთვის, გურიაში გუშინ გათოვდა.