გოგა ხაინდრავას თქმით, მისი სახელით გავრცელდა ფეისბუქპოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ რუსთაველზე შეკრებილ ხალხს “ტყვიამფრქვევი უნდა გადაატარონ”‘. ხაინდრავა ამბობს, რომ პოსტი მას არ ეკუთვნის და აღნიშნული ფეისბუქგვერდიც სხვების შექმნილია.
“რა ძალასთან გვაქვს საქმე. ვის იცავენ ესე გაშმაგებით ალქაჯები, რა ფული მოედინება ჩვენ სამშობლოში და რისთვის!
აი, მაგალითი – შექმნეს ფეისბუქ გვერდი Goga Xaindrava, საიდანაც მოუწოდებენ ხალხის დახვრეტას.
ვაი თქვენს პატრონს!
მისს და მისტერ პატრონებო! Great!” – წერს ხაინდრავა “ტვიტერზე”.