2-დღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს.
მეხის დაცემის შედეგად სოფელ სუფსაში დაიწვა საცხოვრებელი სახლი და უსახლკაროდ დარჩა იქ მცხოვრები ქალბატონი.
“ეს ქალბატონი გადაჰყავთ ქირით. გარდა ამისა, შესაძლებლობის ფარგლებში მერია აღმოუჩენს დახმარებას. არის დაზიანებული სანიაღვრე არხები, ხიდები, მეწყერი არის ჩამოწოლილი რამდენიმე ადგილას, ძირითადად, სოფელ ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში. შექმნილია შესაბამისი კომისია და მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ასევე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები სოფლებში.“
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლანჩხუთში ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
[sexy_author_bio]