ჩინური ვაქცინები – „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ იმ 7 ვაქცინას შორისაა, რომელიც ჯანმოს მიერ არის ავტორიზირებული და უმრავლესი ქვეყნები ცნობენ ამ შვიდივე ვაქცინას და შესაძლებელია მოგზაურობა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მოგზაურობისთვის მთავარი დოკუმენტი ამ დროისთვის ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტი.
„ვაქცინაცია ძირითადად არის მოთხოვნილი იმ დიდი თავშეყრის ადგილებში ცხოვრებისთვის, როგორიცაა, მაგალითად სტუდენტების კამპუსი. ასევე დიდი თავვყრილობისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.