ცოტა ხნის წინ აშშ-ში, ვისკონსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, შესაძლებელია თუ არა ორ საწინააღმდეგო სქესს შორის უანგარო, ჭემშმარიტი მეგობრობა.
ფსიქოლოგებმა 88 წყვილის მონაწილეობით ჩაატარეს ექსპერიმენტი. მამაკაცებსა და ქალებს სთხოვეს, აღეწერათ თავიანთი მეგობრების მომხიბვლელობა. აღმოჩნდა, რომ ყველა მამაკაცი – ცოლიანიც და უცოლოც – თავის დაქალთან უფრო ახლო ურთიერთობის წინააღმდეგი არ იქნებოდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მამაკაცები მხოლოდ იმ ქალებთან მეგობრობენ, რომლებიც მათთვის სექსუალური თვალსაზრისით საინტერესონი არიან. ამასთან, ექსპერიმენტში მონაწილე ყველა მამაკაცი დარწმუნებულია, რომ მეგობარი ქალებიც იმავეს განიცდიან მათ მიმართ.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ქალების მხრიდან საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობას სექსუალური სარჩული არ უდევს. ქალბატონებს თურმე მართლა შეუძლიათ იმეგობრონ მამაკაცთან, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ გათხოვილები არიან. როგორც კი ქალი თავისუფალი გახდება, მაშინვე დაიწყებს თავისი მეგობარი მამაკაცის პოტენციურ პარტნიორად აღქმას.