ნოტრ-დამის ტაძარში მომხდარი ხანძრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანია დააანონსა, თუმცა, EURONEWS-ის ინფორმაციით, ექსპერტები აცხადებენ, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა შესაძლებელია, თუმცა პროცესი პროცესი ძალიან რთული, ხანგრძლივი, ძვირია და გულმოდგინე მუშაობას მოითხოვს.
არქიტექტურის ისტორიკოსის და მწერლის, ჯონათან ფოლის განცხადებით, ექპერტებმა უნდა შეაფასონ თუ როგორ დააზიანა ხანძარმა ქვა, რადგან ცეცხლს და ექსტრემალურ ტემპერატურას კალცინაციის გამოწვევა შეუძლია.
მისივე თქმით, ცეცხლის ჩაქრობის დროს ცივ წყალს შეიძლება გამოეწვია მასალის გაბზარვა ან დამტვრევა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სარკმელი, რომელიც ტაძარს 1230 წელს საფრანგეთის მეფემ შეწირა, შეიძლება სამუდამოდ დაიკარგოს.
თუმცა, არსებობენ არქიტექტორები, რომლებიც შუა საუკუნეების სამშენებლო ტექნიკაზე მუშაობენ და ტაძრის აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ.
არქიტექტორ ანაბელ რედკლიფ-ტრენერის თქმით, ჯერ საჭიროა ცეცხლის სრული ჩაქრობა, რასაც შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. თუმცა, ნებისმიერ აღდგენით სამუშაოს სავარაუდოდ წლები დაჭირდება.