უკრაინელმა ექსპერტმა, ოლგა კარმუშინამ “პოსტ ფაქტუმში“ განაცხადა, რომ შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი ორი დღე ცოცხალი იყო და კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
„გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ გიორგი 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს 84 საათი შეუნარჩუნდეს. 18-დან 19 ივნისს, ღამით ბიჭის კვალი ქრება და 22-ში მას პოულობენ. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმში კი ცალსახადაა დაწერილი, რომ ცხედარს გვამური გაშეშება აღენიშნება. სხეულზე გვამური ლაქები ორივე მხარეს არათანაბრადაა გამოხატული, რაც ნიშნავს, რომ მასე მოხდა მანიპულაცია და ის რამდენჯერმე გადაბრუნებულია. გარდაცვლილს აშკარად უცვლიდნენ პოზიციას. ლაქებით თუ ვიმსჯელებთ ის იწვა მყარ ზედაპირზე,“_ განაცხადა ექსპერტმა.