https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“შესაძლოა, მალე სკანდალური მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდეთ”

0:58; 20.04.2023
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ცოტა ხნის წინ BBC-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია თაღლითობის გლობალური ქსელის შესახებ და ეძღვნება საპენსიო ასაკის პირების დანაზოგის თაღლითურად მითვისებას. ამ საქმეში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული. BBC-ის გამოძიებას გამოეხმაურა კეზერაშვილი და განაცხადა, რომ ქოლცენტრების საქმესთან კავშირი არა აქვს. რა კავშირი შეიძლება იყოს მოსამართლეების სანქცირების ამბავსა და ქოლცენტრების საქმეს შორის, გაემიჯნება თუ არა ოპოზიცია საერთაშორისო მასშტაბის დანაშაულში ეჭვმიტანილ ექსმინისტრს, როგორი იქნება საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე­ გვესაუბრება:

– საინტერესო ამბები ხდება.­ გარდა იმისა, რომ მოსამართლეების­ საკითხი და ქოლცენტრების საქმე ერთ­მა­ნეთს­ უცნაურად დაემთხვა, საინტერესოა­ ისიც, რომ “ქართულ ოცნებას” BBC-ის სანდოობაში­ ეჭვი არ შეაქვს, მაგრამ უნდობლობას უცხადებს ამერიკის სახელ­მწიფო­ დეპარტამენტს. “ნაცმოძრაობა” ვერ ამბობს­, რომ BBC შეიძლება ცდებოდეს, მაგრამ ირწმუნება, რომ კეზერაშვილი თავის სიმართლეს დაამტკიცებს. სცადეს ეთქვათ, რომ ამ ამბის უკან რაღაც ინტრიგაა, მაგრამ­ საეჭვოს ვერაფერს ხედავენ მოსამარ­თლეების სანქცირებაში. ამ ორ ამბავს შორის პარალელი იმის დასადასტურებლად გავავლე, რომ მმართველი გუნდი და მთავარი ოპოზიციური ძალა ერთმანეთისგან თითქმის არაფრით არ განსხვავდებიან. ორივე პროცესებს­ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით აფასებს და არც ერთს არ აინტერესებს რეალობა. რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან BBC-ის გამოძიება და მოსამართლეების საქმე? საზოგადოება­ ვერ ახერხებს ამოსვლას იმ ჭაობიდან, რომელშიც 30 წელია ჩაფლულია. “ქართული ოცნება” რასაც წარმოადგენს, ვიცით. ისიც ვიცით, რა იყო “ნაცმოძრაობა”, მაგრამ ვერ ვახერხებთ, რომ ერთიც და მეორეც პოლიტიკურ მოუსავლეთში გავუშვათ. აი, ამაში გვჭირდება დახმარ­ება. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და BBC-ის განცხადებები­, ორივე მიმართულია “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” დისკრედიტაციისკენ. სხვანაირად როგორ უნდა დაგვეხმაროს დასავლეთი, ხელისგულზე დაგვიდო, რას წარმოადგენს ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალა. თუ გავაანალიზებთ, როგორი­ მასშტაბური იყო ქოლცენტრების პროექტი, და იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ორგა­ნიზაციას ოფისი თბილისში ჰქონდა,­ ძალიან გულუბრყვილო უნდა ვიყოთ, რომ ამ ამბავში ხელისუფლების თანამონაწილეობა ვერ დავინახოთ. როგორც ჩანს, პროცესი გაგრძელდება. არც იმას გამოვრი­ცხავ, გავიგოთ, თუ როგორ შეხმატკბილებულად მოქმედებდნენ ხელისუფლება, კეზერაშვილი და აწ მისი “ნაცმოძრაობა”. წესით, ამის შემდეგ ქართველმა ხალხმა გამოფხიზლება უნდა დაიწყოს და საბოლოოდ მიხვდეს, რომ ეს ორი ძალა ერთნაირია და ორივე პოლიტიკას უნდა ჩამოაშოროს. თუ ამას გავაკეთებთ, მოჯადოებულ წრეს თავს დავაღწევთ, თუ არადა, დავრჩებით ისევ იმ უბედურებაში, რომელშიც 30 წელია უკვე ვართ.

– ალბათ, გახსოვთ, 2014 წელს, როდესაც კეზერაშვილი საფრანგეთში დააკავეს, სააკაშვილმა სასამართლოს სარეკომენდაციო წერილი მოსწერა, რომ “დავით კეზერაშვილის პატიმრობა ნიშნავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შესაძლებლობის შემცირებას დააფინანსოს პოლიტიკური აქტივობები და მონაწილეობა მიიღოს მომავალ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომ კეზერაშვილი იყო პარტიისთვის ფინანსების მოძიების მთავარი ორგანიზატორი. დიდი სურათის ეს ერთი დეტალი­ რას გეუბნებათ?

– იმას, რომ კეზერაშვილმა საკუთარი თავისთვის სასარგებლო არჩევანი გააკეთა. 2013-2014 წლებში­ სააკაშვილის მაქებარიც­ იყო, მისი დაკვეთების შემსრულებელიც და დამფინანსებელიც. მოგ­ვიანებით პირველად სწო­რედ სააკაშვილმა­ თქვა კეზერაშვილზე, ჩვენი ხელისუფლების დროს იშოვა ფულიო. როგორც ჩანს, ერთხანს უარი თქვა “ნაცმოძრა­ობის” დაფინანსებაზე და “ევროპული საქართველოს” დაფინანსება­ დაიწყო, მაგრამ არც ეს პროექტი აღმოჩნდა მომგებიანი და სხვაგან გადაწყვიტა ფულის დაბანდება. კეზერაშვილის, “ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” შეთანხმებული მოქმედებები მეტყველებს, რომ სააკაშვილი დღეს აღარც “ნაცმოძრაობისთვის” არის ფაქტორი და აღარც კეზერაშვილისთვის. ეს კი ნიშნავს, რომ სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც დაკარგავს მნიშვნელობას.

– ისინი ისედაც არ იყვნენ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილი.

– დიახ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იყო და ხალხის მხარდაჭერა­ ჰქონდა, ანგარიშს მაინც უწევდნენ. მას შემდეგ, რაც “ნაცმოძრაობაში” “ხავერდოვანი რევოლუცია” მოხდა და პარტიის სათავეში ის ხალხი მოვიდა, რომელსაც “ქართულ ოცნებასთან” დალაგებული აქვს საქმე, სააკაშვილმა საერთოდ დაკარგა ფასი. ეს ლოგიკურიცაა – როდესაც ერთმანეთთან იდეისა და ღირებულების კი არა, პირადი გამორჩენის მიზნით იწყება თანამშრომლობა, “გადაგდება” ჩვეულებრივი ამბავია. რაში სჭირდებათ ახლა სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას”, კეზერაშვილს ან მერაბიშვილს? ყველაფერი იმაზე მეტყველებს, სააკაშვილი პოლიტიკურ პენსიაზე მიდის. როგორც ჩანს, კეზერაშვილი არა მარტო სააკაშვილთან, “ქართულ ოცნებასთანაც” ცდილობდა “დალაგებას”.

– როგორი გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მოსამართლეებისა და ქოლცენტრების ამბავს?

– კეზერაშვილი ქოლცენტრების პრო­ექტს ხელისუფლების ფარულად ვერ წამოიწყებდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მმართველ გუნდს ამ ამბის გარკვევის ხალისი დიდად არ ექნება, მაგრამ საქმეში BBC-ის ჩართულობის გამო იძულებული იქნება რაღაც მოიმოქმედოს, რა იქნება ეს რაღაც, ძნელი­ სათქმელია, თუმცა ვადამდელ არჩევნებს არ გამოვრიცხავ. თუ ჩემი ვარაუდი გამართლდა და მოსამართლეების სანქცირება და ქოლცენტრების საქმე მართლა გახდა “ქართული ოცნების” ლიდერებისა და კეზერაშვილის შეთქმულების გამოაშკარავების წინა პირობა, მაშინ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი დაიწყება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა აუცილებელი გახდება.

– როგორ წარმოგიდგენიათ, მოვლენების ასეთ განვითარებას რამდენად სწორად აუწყობს ფეხს ოპოზიცია?

– ქართველ ხალხს კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ყველაფრის მიუხედავად, “ოცნებას” და “ნაცმოძრაობას”, საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ. მგონი, ეს დასავლეთმაც­ კარგად იცის და ცდილობს საფუძველი ჩაუყაროს მესამე ძალის შექმნას. რამდენად შეძლებს “ნაციონალებისა” და “ოცნებისგან” გამიჯნული ოპოზიცია ამ შესაძლებლობის გამოყენებას, ეს უკვე მათი საქმეა.

– თუ თქვენი ვერსია გამართლდა და “ქართული ოცნების” ლიდერებსა და კეზერაშვილის შეთქმულება გამოაშკარავდა, რატომ გგონიათ, რომ “ოცნება” და “ნაცები” მაინც შეძლებენ 5%-იანი ბარიერის გადალახვას?

– ასეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას მაძლევს “ნაცმოძრაობის” მაგალითი. რაც “ნაციონალებმა” ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთეს, არჩევნებში დამარცხების შემდეგ, წესით, აღარ უნდა ჰქონოდათ ხალხის მხარდაჭერა. არადა, დღეს მთავარი ოპოზიციური პარტიაა. იგივე ითქმის “ქართულ ოცნებაზეც”. ამ პოლიტიკურ ძალას აუცილებლად დაუდგება კრიზისი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ელექტორატს დაკარგავს. ორივე პოლიტიკური პარტია დარჩება პოლიტიკურ ასპარეზზე, მაგრამ წამყვანი უნდა გახდეს მესამე ძალა.

– მთელ ამ ამბავში, როგორ აფასებთ პრეზიდენტის სტრატეგიას, რომლის გამოც დღეს ორმხრივ ცეცხლშია მოყოლილი?­ ცოტა ხნის წინ მმართველი გუნდი ძალიან გააღიზიანა მისმა განცხადებამ, სადაც ამბობს­, რომ სტრასბურგში ვიზიტი მთავრობის ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების გამო გადადო. მეორე მხრივ, ოპოზიციის ნაწილი ესხმის­ თავს, რომ სააღდგომოდ შეწყალებულ პატიმრებს შორის არ აღმოჩნდა ნიკა გვარამია.

– სალომე ზურაბიშვილის სტრატეგიაა წარმოაჩინოს, რომ სახელმწიფოებრივ ინტერესებს არც “ქართული ოცნება” ატარებს და არც “ნაცმოძრაობა”. დარწმუნებული ვარ, ამ ხაზს გააგრძელებს. შესაბამისად, არც გვარამიას შეიწყალებს და არც სააკაშვილს. რატომ? იმიტომ, რომ ორივე “ნაცმოძრაობასთან” ასოცირდება… ზურაბიშვილს კი აქვს ნათქვამი, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკაში აღარ დარჩება და ამის მიზეზად ასაკი აქვს დასახელებული, მაგრამ არა მგონია, მომენტის გამოჩენის შემთხვევაში უარი თქვას. ბაიდენი მასზე გაცილებით უფროსია, მაგრამ… ჩემი აზრით, ზურაბიშვილი ცდილობს არ დაიტოვოს შავი ლაქები, ამასთან, “ოცნებას”­ არ მისცეს საშუალება, “ნაციონალების” მხარდამჭერად გამოიყვანოს. თავად განსაჯეთ, რამხელა კოზირი ჩაუვარდება ხელში მმართველ გუნდს ზურაბიშვილის წინააღმდეგ, თუ ის გვარამიასა და სააკაშვილს შეიწყალებს.

– ესე იგი, არ იზიარებთ ვერსიას, რომ ის ივანიშვილის ინსტრუქციებით მოქმედებს?

– დიახ, არ ვიზიარებ. ზურაბიშვილმა­ ივანიშვილისგან უკვე მიიღო ის, რაც სჭირდებოდა – პრეზიდენტის პოსტი. არ ვიცი, რა ხდება ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ მისი სტრატეგია, შეინარჩუნოს ნეიტრალური მდგომარეობა “ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” შორის, მეტყველებს, რომ ნიადაგს ამზადებს პოლიტიკაში დარჩენისთვის. ბიძინა ივანიშვილის რა მოგახსენოთ, მაგრამ, მგონი, დასავლეთის ინსტრუქციებსა და მითითებებს კი ითვალისწინებს. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დასავლელ პარტნიორებს ზურაბიშვილი გაცილებით მეტ ანგარიშს უწევს, ვიდრე ივანიშვილს.

kvirispalitra.ge

გაზიარება10Tweet6Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21 იანვარი, 2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20 იანვარი, 2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20 იანვარი, 2026

ვისთვისაა ეს დღე განსაკუთრებული _ 20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

„ის არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ცდილობს, რომელიც ქმნის შანსებს“

ყველა სიახლე

სამართალი

თბილისში, ერთ-ერთ შენობაში, კაცი გარდაცვლილი იპოვეს

20:58; 21.01.2026
მსოფლიო

ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

19:01; 21.01.2026
პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:00; 21.01.2026
სამართალი

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესი- სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა

16:55; 21.01.2026
სამართალი

პროკურატურა: ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

15:25; 21.01.2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21.01.2026
სამართალი

536 028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელის საზღვარზე გადმოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

14:23; 21.01.2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21.01.2026
საზოგადოება

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

13:30; 21.01.2026
ფინანსები

„ქართული ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლებს დეკლარაციაში უთითებს 17

13:20; 21.01.2026
საზოგადოება

“თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21-წლამდე”

13:02; 21.01.2026
საზოგადოება

სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა – რომელი მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი აღარ გაჩერდება აღმაშენებლის ხეივანზე

12:16; 21.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა

12:03; 21.01.2026
საზოგადოება

სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

11:02; 21.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო