რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგორი კარასინი არ გამორიცხავს, რომ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ. ამასთან, როგორც კარასინი აცხადებს, ასეთი სახის შეხვედრისთვის სათანადო მომზადებაა საჭირო.
,,ასეთი შეხვედრა თეორიულად ყველა დონეზე შესაძლებელია, მათ შორის, უმაღლეს დონეზე, თუმცა, ამას სათანადო მომზადება სჭირდება”, _ განაცხადა კარასინმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
,,სულ ვამბობ ხოლმე, რომ ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები, არა მისი იმიჯიდან გამომდინარე, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რუსულ ოჯახს მოსკოვსა თუ პეტერბურგში“,_ განაცხადა მარგველაშვილმა.