დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მან იცის იმ სასულიერო პირების შესახებ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჟურნალისტების თანდასწრებით აიცრებიან.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე იმნაძემ აღნიშნა, ვაქცინაციის პროცესი საქართველოში ნელ-ნელა დალაგდება.
“თქვენ ნუ გგონიათ, რომ ეს მარტო საქართველოშია. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს ასეა. ახალი ვაქცინაა, აქედან გამომდინარე ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ნუ ვიჩქარებთ, ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდება, ყველაფერი თავის ადგილას იქნება. მე უკვე ვიცი სასულიერო პირები, რომლებიც აიცრებიან და ეს მოხდება ყველაფერი თქვენი თანდასწრებით”,-თქვა იმნაძემ.