შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გურიისა და აჭარის ახლგაზრდები, ასევე ,,ნაციონალური მოძრაობისა” და ,,ევროპული საქართველოს” წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას სოლიდარობას უცხადებენ და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
“შესაკრებთა ადგილგადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. კობახიძესთან ერთად ჩვენ ვითხოვთ, გახარიამ დატოვოს თანამდებობა. მჯერა, რომ ახალგაზრდები გავიმარჯვებთ“- განაცხადა აქციის მონაწილე გიორგი ქამადაძემ.
აქციის მონაწილეები პერმანენტული აქციების მოწყობას გეგმავენ. რამდენიმე მათგანმა კი შიმშილობის დაწყება დაანონსა.