ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში სალოტბარო სკოლების ფესტივალი _ „მომავლის ხმა“ ტარდება. ცენტრში დასავლეთ საქართველოს 11 სალოტბარო სკოლის ნორჩი მომღერლები ერთმანეთის წინაშე წარდგნენ. ბათუმის, ქობულეთის, ფოთის, ზესტაფონის, სამტრედიის, ოზურგეთის, მესტიის, ლენტეხის, ონის, წალენჯიხის და ოზურგეთის სალოტბარო გუნდებმა ხუთ-ხუთი სიმღერა წარმოადგინეს.
„შესამჩნევად ლამაზი ხარ“ _ შვიდი წლის ოზურგეთელი ბარბარე სოსელიას სიმღერამ დარბაზი მონუსხა და ფეხზე წამომდგარი მაყურებლის ოვაცია დიდხანს გაგრძელდა.
„ეს არის პირველი ფესტივალი, რომელიც ამიერიდან ყოველ წელს ჩატარდება. თითოეული გუნდი ორ საგალობელს და სამ სიმღერას ასრულებს. ფესტივალს აქვს თავისი გამორჩეული ფორმატი – ბავშვები თანატოლებთან დარჩნენ ოჯახებში და ამ გაცვლითი ურთიერთობით იმდენად დაუახლოვდნენ ერთმანეთს, რომ მერე დაშორება უჭირდათ, ტიროდნენ, _ გვითხრა ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა ავთანდილ სურგულაძემ.
ფესტივალს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: ჯემალჭ კუასელი, ტრისტან სიხარულიძე, გიორგი დონაძე და სხვები.
ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები უჩა პატარიძე და სალომე ცისკარაული.