მოსკოვის შესასვლელებთან უსაფრთხოების ზომებს აძლიერებენ – ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს ქვიშის ტომრებით, პოლიციის რამდენიმე მანქანითა და ტანკით გადაკეტილი მაგისტრალი.
სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერი” უკვე ლიპეცკის ოლქშია. მოსკოვამდე 4 საათის გზაა დარჩენილი. პრიგოჟინის მოწინავე რაზმები ტულის ოლქში დააფიქსირეს, საიდანაც მოსკოვამდე 370 კილომეტრია.