გორში შეყვარებულმა გოგონამ, რომელსაც წლებია ერთ-ერთი ბიჭი უყვარს, შემთხვევით დაქალის შეყვარებული მოიტაცა. ამის შესახებ სააგენტო epicentri.club – ი წერს.
“მე და ჩემი მეგობარი სალხში მივდიოდით, უკვე საღამო იყო, უცებ 6 გოგო მოგვვარდა, პირზე ხელი ამაფარეს, ხელები შემიკრეს, თავზე ნაჭერი ჩამომაფარეს და მანქანაში ჩამტენეს პირდაპირი გაგებით.
ძალიან შემეშინდა, თავიდან მათი სახეები ვერ დავინახე, მეგონა ვიღაცეებმა გამიტაცეს ფულის სანაცვლოდ. მანქანაში გოგოების ხმა მესმოდა “გეშველა გოგო მგონი გათხოვდიო”. ყვირილი მინდოდა მაგრამ პირი იმდენად ძლიერად მქონდა შეკრული რომ ხმასაც ვერ ვიღებდი. ერთი გოგო მეხუტებოდა, ხელებს მისმევდა და მეუბნებოდა “ხომ გაფრთხილებდი ბოლოს მაინც ჩემი იქნებითქო”. ვფიქრობდი ვიღაც მანიაკი იქნებათქო და უფრო შემეშინდა რამე არ მიქნასთქო. როდესაც მანქანა გაჩერდა და გადმომიყვანეს, მომხსნეს ნაჭერი და რას ვხედავ, ჩემი შეყვარებულის დაქალები და მათ გვერდზე კი თავად ჩემი შეყვარებული. როდესაც გავიგე რა ხდებოდა, პანიკური სიცილი ამივარდა, ჩემი შეყვარებულის დაქალს კი კარგი საყვედური ვუთხარი”, _ აცხადებს ბიჭი.
შსს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც უწყებაში “გურია ნიუსს” განუცხადეს” მსგავსი ამბავი ინტერნეტსივრცეში ხშირად ვრცელდება, რაც ხშირ შემთხვევაში ფეიქია. თუმცა, აღნიშნავენ, რომ თუ უფრო დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ფაქტთან დაკავშირებით, გადაამოწმებენ და იტყვიან შეესაბამება, თუ არა სიმართლეს.