“არაფერი არ გამოვა, არაფრისთვის უნდა ვცადო”, _ ასე პოეტურად გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი თემურ ჭკუასელი საქართველოს პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატებს და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის გარდა, რეალური კანდიდატი არავინაა.
მისივე თქმით, რეგისტრაციაში გავლილ კანდიდატებს მხოლოდ ის უნდათ, რომ შვილიშვილებს, წარსულის გახსენების დროს, უთხრან, რომ პრეზიდენტობის კანდიდატები იყვნენ.
ჭკუასელის თქმით, “სალომე ზურაბიშვილს თვალებში ეტყობა, რომ საუკეთესო კანდიდატია”.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთში ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ჩამოსული ჭკუასელი ღონისძიების წამყვანმა შეცდომით წარადგინა და თქვა, რომ იგი ოზურგეთის მაჟორიტარი იყო. ეს შეცდომა ჭკუასელმა სცენაზე ასვლის შემდეგ გამოასწორა და თქვა, რომ დიდი ხანია მაჟორიტარი აღარ არის.