11 საათზე მეტია, მსჯავრდებულები და მათი ოჯახის წევრები “ქართული ოცნების” ვერდიქტს ელოდებიან.
დღე თითქმის დასრულდა, მაგრამ შეწყალების აქტი ჯერ ისევ არ გამოქვეყნებულა.
“პირველების” ინფორმაციით, ციხეებში სია ჯერ არ მიუღით, რაც იმას ნიშნავს, რომ პენიტენციურმა სამსახურმა რეკორდულად მოკლე დროში უნდა გახსნას პატიმრებისთვის კარი. ანუ 19 იანვარს გამოცემული აქტის აღსრულება უნდა მოესწროს დღესვე, ღამის თორმეტ საათამდე.
დილიდან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ციხეებთან თოვასა და სიცივეში ელოდებიან დოკუმენტის გასაჯაროვებას.
საქმე არ ეხება მხოლოდ სინდისის პატიმრებს. მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან ის მსჯავრდებულები, რომლებსაც შეწყალებაზე განცხადებები აქვთ დაწერილი.

































































