მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მანიჭა, პარტიის ლიდერმა ფარცხალაძესთან დაკავშირებით დღეს დასმულ კითხვებს ლოგიკური უწოდა.
„კითხვები არის აბსოლუტურად ლოგიკური, ეს კითხვები მოითხოვს პასუხებს და აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ პასუხები უნდა გაეცეს.
თუ დადება კითხვის ნიშნები, პირველი მოვითხოვ სიმკაცრეს. თუ დარღვევები არის და ვერ ასაბუთებს თავის ქონებას, ფარცხალაძე კანონს წინაშე აგებს პასუხს“, _ განცახდა ივანიშვილმა.
23 ოქტომბერს კი ჟურნალისტის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ პარტიის თავმჯდომარე გააღიზიანა და შემდეგი რამ განაცხადა:
„ამბობთ, რომ კაცი უნდა დაისაჯოს, მაგრამ არ გაქვთ საფუძველი, რატომ უნდა მოხდეს ეს?! ჟურნალისტი ითხოვთ დასჯას. ამ კაცს დასაჭერი არაფერი აქვს”, _აღნიშნა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა ამჯერად “მაესტროს”, “იბერიას”, “პალიტრა ნიუსისა” და “ობიექტივის” ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.