https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

    ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“შეუძლებელია იმ ამბის მერე, რაც გურიაში მოხდა” _ინტელიგენცია გურიის გადასარჩენად

9:08; 27.08.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

1905 წელს გურია ხელისუფლების ორგანოებს აღარ ემორჩილებოდა, ამას კი, რუსეთის იმპერიის მთავრობა რა თქმა უნდა, ვერ შეურიგდებოდა.

ხელისუფლებამ სამხედრო წესები გამოაცხადა და გურიაში გენერალ მაკსუდ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით გრენადერთა არტილერიის ნაწილი სამი ოფიცერით, ასი კაზაკი, რამედნიმე ზარბაზანი, განჯის პოლკის ექვსი როტა და პლასტუნების მთელი პოლკი გაგზავნა. გენერალ ალიხანოვ-ავარსკის განსაკუთრებული უფლებები ჰქონდა მინიჭებული, “რაც საჭიროა ომიანობის დროს.”

რუსული გაზეთის “ნოვოსტის” წერილის მიხედვით, მთავრობას თურმე ჩაფიქრებული ჰქონია გურულების გადასახლება შუა აზიაში, რადგან ,”გურულები გმირი ხალხია, სიკვდილისა არ ეშინიან, თავგანწირული ბრძოლა შეუძლიან და რომ მთავრობამ გურულების ნაციონალური ძალა უნდა გამოიყენოს იმპერიის სამფლობელოების გასამაგრებლად შუაგულ აზიაშიო.”

ე. ი. გურულებს იგივე, ანუ სადამსჯელო მისია, უნდა დაკისრებოდა, რასაც კაზაკები ასრულებდნენ საქართველოში, მარტივად რომ ვთქვათ, მათი მოშორება უნდოდდათ…

სწავლა სიბერემდეო – ამბობს ბრძენი, ძველი ხალხი… რამდენი ხანია გურულების შესახებ ისტორიებზე ვმუშაობ და სულ ახლახანს აღმოვაჩინე (ჩემთვის, რასაკვირველია), რომ ეს ამბავი ნამდვილი ყოფილა.

ცნობილი შალვა მაღლაკელიძე ყვება ერთი დაკარგული დოკუმენტის შესახებ, რომელიც შეადგინა ალიხანოვ-ავარსკის მიერ დანიშნულმა ოზურგეთის მაზრის უფროსმა, პოლკოვნიკმა ზაკუსოვმა და მეფისნაცვლის გვერდის ავლით (ამის ნება ჰქონდა) ნიკოლოზ II-ს გაუგზავნა.

იქ ასეთი სიტყვები იყო: ,,Гурийцы, как племя, преступное по  природе, по своему рождению… преступное и неисправимое, со всеми семьями должны быть выселены в отдаленные губернии Сибири” (გურულები, როგორც ტომი დამნაშავეა თავისი ბუნებით… დამნაშავე და გამოუსწორებელი, თავისი ოჯახებით უნდა გადასახლებულნი იყვნენ ციმბირის შორეულ გუბერნიებში…”.

მოკლედ, გურულებს ყველა ერჩოდა, იმიტომ რომ სხვებისგან გამორჩეულნი იყვნენ… გაიხსენეთ რას წერდა გურულების შესახებ ჟანდარმერიის პოლკოვნიკის როჟანოვი, თურმე ტერმინი გურული ეტიმოლოგიურად აღნიშნავს ,,მუდმივ ყაჩაღს” – Вечный разбойник (! – ი. მ.) და ამას შემდეგნაირად ხსნის: “…ეს სიმართლეს შეესაბამება, რადგან… თურქებთან მუდმივმა შეტაკებებმა (გოგოების გულისთვის), მეორეს მხრივ კი, შავ ზღვაზე მცურავ ვაჭრებზე საზღვაო თავდასხმებმა, გურულებისაგან შექმნა მამაცი და განვითარებული ყაჩაღები; ყაჩაღობა იმდენად შევიდა მათ ჩვევებში… რომ თავადები, მემამულეები და მღვდლები სათარეშოდ თავის გლეხებთან ერთად დადიოდნენ. დღეს გურულები ქართველთა შორის წარმოადგენენ ყველაზე განვითარებულ და მებრძოლ ხალხს.”).

საინტერესოა ამ რაპორტის შემდეგი ბედიც – ის ჩაუვარდა ხელში მეფისნაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვს და საკუთარი ხელმოწერით გადაუგზავნა მეფეს.

ნიკოლოზ II კი ვორონცოვის აღზრდილი იყო (იმასაც მოგახსენებთ, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს ვორონცოვის მიერ შექმნილი კავკასიელი მუსლიმებით დაკომპლექტებული ,,ველური დივიზიის” უფროსად მეფის უმცროსი ძმის, განდეგილი მიხეილ რომანოვის დანიშვნა მეფისნაცვლის იდეა. იყო ეს მიუთითებს თუ რაოდენ დიდი გავლენა ჰქონდა ვორონცოვს ნიკოლოზ II-ზე).

როგორც კი წერილი მიიღო, ნიკოლოზმა ზედ წააწერა ,,ბიძია ილარიონს ნიკისაგან” (შემოკლებით ნიკოლოზისაგან), ანუ თავად მან რაპორტი არ განიხილა და როგორც გენებოს ისე მოიქეციო. ვორონცოვ-დაშკოვმა კი არც აცია და არც აცხელა და დოკუმენტს შემდეგ წააწერა: ,,Фельдфебель Закусов (მაზრის უფროსს ფელდფებელი უწოდა) находясь  на посту уездного начальника называет племенем Гурийцев, не знает даже, что Гурийцы такие  же Грузины, как все остальные, может быть даже лучше, потому что они говорят общим  литературным Грузинским языком… Фельдфебель немедленно должен быть отстранен за незнание, за неумение управлять!” (ფელდფებელი ზაკუსოვი, რომელიც მაზრის უროსის თანამდებობას იკავებს, ტომს უწოდებს გურულებს, მან ისიც არ იცის, რომ გურულები ისეთივე ქართველები არიან, როგორც ყველა დანარჩენი, შესაძლებელია უკეთესიც, რადგან ისინი საუბრობენ საერთო ლიტერატურული ქართული ენით…  ფელდფებელი დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან უცოდინრობისა და მართვის უნაარობის გამო!).

მოკლედ რომ მოვჭრა, საკუთარ წინდაუხედულობას შეეწირა პოლკოვნიკ-ფელდფებელი…

ასეთმა თითქოსდა გულთბილმა დამოკიდებულებამ გურულებს არანაირ შვება არ მოუტანა – გურია ისევ დარბევის საშიშროების წინ იდგა. ქართული საზოგადოება წინ აღუდგა კავკასიის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას და გურიის განადგურებაზე ხელის აღება მოსთხოვა.

ჟურნალ ,,მოგზაურის” ცნობით, სასწრაფოდ შედგა დეპუტაცია საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელებისაგან, დეპუტაციას ხელმძღვანელობდა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც განაცხადა, რომ თუ მთავრობა არ დააბრუნებს ალიხანოვ-ავარსკის მაშინ ყველამ იარაღი უნდა ავისხათ და გურულებთან ერთად გავწყდეთო – ,,костьми ляжем” – ძვლებად დავიყრებითო (ეს განცხადება ჭავჭავაძემ რუსულ ენაზე გააკეთა).

ვაჟა-ფშაველს კი უთქვამს, ორას შეიარაღებულ ფშავ-ხევსურს ჩამოვიყვანო. ეს დუპუტაცია მოწმობს ერთ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ იმ დროს თითქმის ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლები ერთ მუჭად იყვნენ შეკრულნი გურიისა და მისი ხალხის დასაცავად.

ვორონცოვ-დაშკოვის ბრძანებით გურიის ვითარების შესასწავლად შეიქმნა დეპუტაცია, სადაც თაყაიშვილიც იქნა შეყვანილი. ,,მოვემზადენით და ორ დღეში გურიაში უნდა წავსულიყავით, მაგრამ მოულოდნელად მოვიდა ქუთაისის გუბერნატორი სტაროსელსკი, ის წარუდგა მაშინვე ვორონცოვს და მოახსენა, რომ ოზურგეთში ყველაფერი მოაგვარა, ხალხი დაამშვიდა, ინცინდენტი მოხდა მაზრის უფროსის უტაქტობით, არავითარი დეპუტაცია არ არის საჭიროო.”

გურია კიდევ ერთხელ გადარჩა – მთავრობა ამჯერადაც წავიდა დათმობაზე და გურიისკენ მიმავალი რაზმი გზიდან დააბრუნეს.

სხვათაშორის, 1905 წლის ნოემბერში, რათა რამენაირად დაეშოშმინებინა ამბოხებული გლეხობა, ვორონცოვ-დაშკოვმა რუსეთის მთავრობას წარუდგინა კანონპროექტი, რის მიხედვითაც სანადელო მიწები უსასყიდლოდ გადაეცემოდა გლეხებს საკუთრებაში, ასევე მცირემიწიან გლეხებს კი თავისუფალი სახაზინო მიწები დაურიგდებოდა. სახელმწიფო საბჭომ ეს პროექტი არ მოიწონა. რევოლუციის დამარცხების შემდეგ მეფისნაცვალმა სრულიად განსსხვავებული პროექტი შეადგინა, რომელიც მემამულეთა ინტერესებს იცავდა. ამჯერად, კანონი სახელმწიფო საბჭომ მოიწონა.

რამდენიმე ხნის შემდეგ, 1905 წლის 22 ოქტომბერს ნასაკირალზე მომხდარმა თავდასხმამ და მაზრაში მიმდინარე უმართავმა მოვლენებმა ხელისუფლება განარისხა და ოზურგეთის მაზრაში ისევ გაგზავნეს ჯარი (,,იმ ჯარიდან, რომელიც ტფილისიდან გურიაში გაჰგზავნეს, გამოაცალკავეს ქართველი და სომეხი სალდათებიო”, გვამცნობდა ,,ცნობის ფურცელი”, #2938, 1905) გენერალი ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით, რომელსაც გენერალ ფიოდორ გრიაზნოვის ,,კარნახით ასეთი ინსტრუქცია მისცეს: სადგურ ნატანებიდან დაწყებული შვიდ ვერსზე ყოველმხრივ ოზურგეთამდის და შემდეგ ოზურგეთის ზემოთაც მთელი სოფლები მოესპოთ, სახლები გადაებუგათ და მცხოვრებნი დაეპატიმრებინათ”, – წერდა მოგონებებში ექვთიმე თაყაიშვილი.

ქართველი საზოგადოება კვლავ აღდგა გურიის დასაცავად. თბილისში, ნაძალადევში გაიმართა 3 ათასკაციანი მიტინგი, რომელმაც მოითხოვა გურიის დასარბევად წასული ჯარის გამოწვევა და სამხედრო წესების მოხსნა.

დავით სარაჯიშვილის ბინაში შეიკრიბნენ ქართველი ინტელიგენტები და გადაწყვიტეს, რომ ვორონცოვ-დაშკოვთან კიდევ ერთხელ გაეგზავნათ დეპუტაცია, რათა ეთხოვათ რომ ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელი რაზმი გამოეწვია და გურია დაღუპვას გადაერჩინათ. ილია ჭავჭავაძემ ამჯერად წასვლაზე უარი განაცხადა, რადგან ,,ამ ცოტა ხნის წინათ ვარწმუნებდით, რომ გურულები მთავრობას აღარავითარ წინააღმდეგობას აღარ გაუწევენო.”

ახალი დეპუტაციის წევრები ვორონცოვ-დაშკოვმა ისინი თავის კაბინეტში მიიღო. ყურადღებით მოუსმინა ყველას და პასუხად უთხრა: ,,თქვენ ამბობთ, რომ გურულები არ არიან რუსეთის მთავრობის წინააღმდეგი, მაგრამ ეს საიდან ჩანს? ჯერ ერთი, სამი წელიწადია სახელმწიფო გადასახადი არ შემოუტანიათ, მაზრის უფროსი გააძევეს, რუსის პოლიცია მოხსნეს, სამომრიგებლო სასამართლო გაიჩინეს, ესეც არ აკმარეს და ახლა ჩვენს ჯარს თავს დაესხნენ და ამოწყვიტეს… მე ახლა ჯარის დაბრუნება უკან აღარ შემიძლია, ეს ყოვლად შეუძლებელია იმ ამბის მერე, რაც გურიაში მოხდა.”

ამ პასუხის შემდეგ, ნებართვის გარეშე, ექვთიმე თაყაიშვილმა საუბარი დაიწყო: ,,ბრძენი მმართველის მოვალეობაა მშვიდობიანი გზით გადაჭრას – ყველა მნიშვნელოვანი საკითხი – სამხედრო რეპრესიების დაუხმარებლად, როცა კი შესაძლებელია. მე თვითონ გურული ვარ, – კარგად ვიცნობ გურიას და ღრმადა ვარ დარწმუნებული, მათ რომ სცოდნოდათ მანიფესტის ამბავი… ეს ინციდენტი არ მოხდებოდა, ვინაიდან მანიფესტი იძლევა ყველაფერს ან თითქმის ყველაფერს, რასაც ისინი მოითხოვდნენ და ესწრაფოდნენ… ჯერ კიდევ საკითხავია, გურულები დაესხნენ თავს სამხედრო რაზმს, თუ სამხედრო რაზმი – გურულებს…”

თაყაიშვილმა დეპუტაციის სახელით დაბეჯითებით მოითხოვა მეფისნაცვლის ნდობით აღჭურვილი პირის გაგზავნა გურიაში. ვორონცოვ-დაშკოვი ცოტა ხნით გაჩუმდა და დეპუტაციას გამოუცხადა: „დავფიქრდები და შემდეგ გაცნობებთო.,, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მათ აცნობეს, რომ ვორონცოვი თანახმაა გურიაში გაიგზავნოს დეპუტაცია. როცა ეს ამბავი ილია ჭავჭავაძემ გაიგო, გაუკვირდა და თქვა: ,,ეს დიდი, დიდი მიღწევაა, მე არ მოველოდი ამას.”

გურია ამჯერადაც გადარჩა, მაგრამ სულ ცოტა ხნით. 1906 წლის იანვარში სადამსჯელო რაზმმა გურია, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს სხვა ადგილები, ცეცხლითა და მახვილით შემუსრა. ეს ალიხანოვს არ აპატიეს და 1907 წელს გიუმრიში ქართველმა რევოლუციონერებმა, და არა დაშნაკებმა, როგორც წერენ, საიქიოს გაისტუმრეს, მაგრამ ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბრებთ.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ისევ დაარღვია

მევენახეობა-მეღვინეობის ერთ დროს ძლიერი ცენტრი _ფოტორეპორტაჟი მერისიდან

ყველა სიახლე

სპორტი

გაბრიელ სალუქვაძე საჭადრაკო ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა

21:31; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით აშკარად შედგა რამდენიმე ქართველი მწარმოებლის გარიგება

20:58; 25.01.2026
მსოფლიო

ზელენსკი ვილნიუსში: საერთაშორისო ერთიანობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინისა და ევროპის რეალური უსაფრთხოება

20:52; 25.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გამოვრიცხავთ, რომ განცხადება შეიძლება გახდა გარკვეულ პროდუქტებზე ფასების კლების საფუძველი, თუმცა ეს ვერ იქნება გრძელვადიანი

20:34; 25.01.2026
მსოფლიო

ინდოეთში სასიკვდილო ვირუსი გავრცელდა – ბოლო ცნობები

18:23; 25.01.2026
სამართალი

გორის გასასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

18:06; 25.01.2026
პოლიტიკა

PEN-ის საერთაშორისო ორგანიზაციები გაეროს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

16:41; 25.01.2026
პოლიტიკა

“დარწმუნებით შემიძლია მოსახლეობას ვუთხრა”- რა განაცხადა რევაზ სოხაძემ გურიაში

15:05; 25.01.2026
საზოგადოება

მედიის ადვოკატირების კოალიცია: იუსტიციის საბჭომ მედიას სასამართლო პროცესების გასაშუქებლად შესაბამისი სამუშაო გარემო უნდა შეუქმნას

14:16; 25.01.2026
საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვიდეო ადგილიდან

13:29; 25.01.2026
საზოგადოება

რომელ სოფლებში რეაბილიტირდება გზები ჩოხატაურში?- მონაკვეთების ჩამონათვალი

12:48; 25.01.2026
სამართალი

ვინ ჩაცხრილეს ავტომობილში – რა ინფორმაციაა ამ დროისთვის ცნობილი

11:10; 25.01.2026
სამართალი

პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია 2 პირი

10:51; 25.01.2026
სამართალი

ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა – დაკავებულია 1პირი

10:41; 25.01.2026
სპორტი

„ალო, დათუნაშვილის ბინააო?“

10:29; 25.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო