https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

„შეურცხვა ცხვირი, ყველამ იცოდა თურმე, რა სიაბდლეს მიპირებდა”

10:22; 1.10.2023
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ წერილ-მოგონებაში ტრადიციას არ დავარღვევ და ცნობილი ქართველი ხელოვანების თავს გადამხდარ მორიგ თავშესაქცევ ისტორიებს გაგაცნობთ.

ცნობილი ქართველი პოეტი იოსებ გრიშაშვილი იგონებდა:

„კოტე მარჯანიშვილს თავისი სტუდია ჰქონდა. ერთხელ ჩემი ლექსების მკითხველმა ნაცნობმა ქალიშვილმა მთხოვა: ძალიან მინდა, მარჯანიშვილის სტუდიაში ვიმუშავო და კოტესთან მიშუამდგომლეო, – გავაცანი.

კოტეს ეს გოგონა გარეგნულად მოეწონა (მას უყვარდა, რომ მსახიობ ქალს სასცენო მიმზიდველობაც ჰქონდა) და უთხრა: დაისწავლე რომელიმე ლექსი. გამოცდები რომ იქნება, მოდი და გაგსინჯავო! გამოცდებს მეც დავესწარი. მოწაფეების გამოცდა მარჯანიშვილის თეატრის მარჯვენა ფოიეში მიმდინარეობდა (სადაც ამჟამად მარჯანიშვილის დადგმების გამოფენაა). მაშინ ბევრი მოწაფე ჩაიჭრა. ბოლოს ჯერი ჩემს ნაცნობ ქალიშვილზე მიდგა. ის ჩემს ლექსს კითხულობდა. მე ვღელავდი. როგორც იყო, დაამთავრა და კუთხეში მიდგა.

მე გულში ვფიქრობ, რა აზრისაა კოტე? მოეწონა თუ არა? მიიღებს სტუდიაში თუ არა? ამ ფიქრში რომ ვარ, ერთიც ვნახოთ, უცბად თავს დამდგომია ჩემი პროტეჟე, ხელში წყლით სავსე ჭიქა უჭირავს და მთავაზობს: „ბატონო, ეს კოტე მარჯანიშვილმა გამოგიგზავნათო“. ამ ცივი წყლის მოწოდებით ჩემთვის უკვე აშკარა იყო, რომ ის გოგონა სტუდიაში ჩაირიცხებოდა. კოტემ ამით ორი საქმე გააკეთა: იმ ქალიშვილის ტანის რხევასაც გაეცნო (მსახიობი ქალის სიარული ვარგისი იყო სცენისთვის თუ არა), ჭიქა წყალი კი იმას ნიშნავდა, დამშვიდდი, გული გაიგრილე და ნუ ღელავო“.

ერთხელ, როდესაც დედა-შვილი – მედეა ჩახავა და თემურ ჩხეიძე ერთად ცხოვრობდნენ, დილით მედეამ საუზმე გაუმზადა. სხვებსაც მოემსახურა, მერე სუფრის ალაგება დაიწყო. ამ დროს რეპეტიცია იწყებოდა და თემური აღარ დაელოდა, წავიდა. მედეას რამდენი წუთი დაგვიანებია. ჩუმად შეიპარა, შეყო თავი სარეპეტიციო დარბაზში და თემურმა რომ დაინახა, უთხრა, ქალბატონო დედა, თქვენ თავისუფალი ხართო და არ შეუშვა რეპეტიციაზე. რას იზამდა მედეა? გამობრუნდა, რეჟისორმა დასაჯა. თემურთან ასეთ დროს ხუმრობა არ შეიძლებოდა.

თემური დგამდა მიხეილ ჯავახიშვილის “ქალის ტვირთს”, სამი გმირი უნდა ყოფილიყო. ქეთოს გათხოვებამდე თამაშობდა მარინა ჯანაშია, გათხოვილი ქეთი, ავშაროვის მეუღლე – თათული დოლიძე იყო და ქვრივი ქეთო მედეას უნდა ეთამაშა. ის წერილი უნდა წაეკითხა, რომელსაც თვითმკვლელობამდე წერს ქეთო.

ასე იყო განაწილებული, მაგრამ როცა თემურმა სპექტაკლი აკინძა, აღმოჩნდა, რომ ის მესამე ნაწილი აღარ იყო საჭირო. ლიტერატურული ნაწარმოები სხვაა და სცენაზე რომ ნახავ – სხვა. ორი ნაწილით, ფაქტობრივად, დამთავრებული იყო სპექტაკლი და მერე უკვე იწელებოდა. თემურმა, რა თქმა უნდა, მოჭრა ეს ნაწილი, რაც მედიკოს ალბათ ეწყინა, მაგრამ რას იზამდა?

რუსლან მიქაბერიძემ თემურს დაუწერა ასეთი ფუნაგორია: “სწორი ხარ ჯანაშიასთან, მედეა ჩანდა უმსხვილო, რა პრინციპული ყოფილხარ, როლიდან დედამოხსნილო”. მაშინ მთელ თბილისში ყვებოდნენ ამ სხარტი ფუნაგორიის შესახებ.

სანდრო ჟორჟოლიანს მრავალი კურიოზი გადახდომია. ამათგან სულ პირველს ყოველთვის მაინც განსაკუთრებულად იგონებდა:

“ფილმ “ნათელას” გადაღებისას დამიძახეს გრიმის გასაკეთებლად, წვერის მაგივრად რაღაც კიკინები თუ ღინღლი დამაკრეს. “პრობი” სურათი გადამიღეს, “ჩამაკარტოჩკეს” და დამამტკიცეს როლზე. პირველი გადაღება სამჭედლოში იყო. აქ გავარვარებული ქურაა, მე რაც შეიძლება ვუბერავ, ყოველმხრივ პროჟექტორებითა და სარკეებით მანათებენ. დავიწვი სიცხით, დავდნი ოფლად და ჩამომადნა აი გრიმი, ღინღლი და ულვაში. “სტოპ სიომკა”, – იყვირა რეჟისორმა. შემისწორეს გრიმი, მიმწებ-მომწებეს. დაიწყო გადაღება, მომაშუქეს ყველაფერი. ისევ ჩამომადნა გრიმი. ვინ გაუკეთა გრიმიო – იკითხა მან. აგერ ვხედავ, ძლივს იკავებს სიცილს აკაკი ხორავა, არადა მივხვდი, რაშია საქმე. ვუბრიალებ თვალებს იმ შეჩვენებულ მამფორიას (იგულისხმება ფილმში მონაწილე მსახიობი ილია მამფორია), ის იჭაჭება და იჭაჭება. გრიმიორი გამოცდილი კაცი იყო, მიხვდა, რაშიც იყო საქმე. 25 წუთი ითხოვა, – მისცეს. მომწმინდა გრიმი. პირი საპნით დამბანა. გამიკეთა ხელახალი გრიმი, ისე დამთავრდა გადაღება, ბალანი არ ჩამომვარდნია. მომატყუა იმ “ციგანმა” მამფორიამ – ეს კინოა, თეატრის გრიმი არ გამოგადგებაო, კინოში სახეზე ჯერ ვაზელინი უნდა წაისვა კარგად და გრიმი მერე გააკეთებინოო. შეურცხვა ცხვირი, ყველამ იცოდა თურმე, რა სიაბდლეს მიპირებდა”.

ბორის წიფურია იგონებდა:

“ორშაბათ დღეს რამდენიმე მსახიობი შევიკრიბეთ ფოიეში. ჩვენთან ერთად ბატონი მიშა თუმანიშვილიც იყო. მან საინტერესო ამბების მოყოლა იცოდა და ვმხიარულობდით. თეატრის ტექნიკური რეჟისორიც, ვალიკო გაბისონიაც შემოგვიერთდა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული, მაგრამ ზედმეტად თავისებური ხასიათის კაცი იყო. ხშირად უთანხმოება მომდიოდა მასთან, სცენაზე ჩადენილ არც ერთ ოინს არ მაპატიებდა და სულ “დანოსებს” მიწერდა დირექციაში. სხვათა შორის, ვალიკო “დათა თუთაშხიაში” მედუქნის მსახურს, დაქირავებული მკვლელის როლს თამაშობს, რომელიც ჭიქაში საწამლავს უყრის რაჟა სარჩიმელიასა და ბოდღო ყვალთავას. მოკლედ, ვალიკო მოგვიახლოვდა, მაგრამ დაინახა თუ არა ბატონი მიშა, რაღაც უცნაურად აიმრიზა და დემონსტრაციულად შებრუნდა. თურმე, წინა დღეს საკმაოდ მწვავე შელაპარაკება მოსვლიათ თეატრის საქმეებზე. ბატონმა მიშამ შეამჩნია ეს და გასძახა: ”ვალიკო, ასე როგორ შეიძლება?! ეს თეატრია და ასე მოქცევა არ შეიძლება”. ვალიკო უცებ მოტრიალდა და უპასუხა: ”ვიცი, ბატონო, რომ თეატრია, მაგრამ დღეს ორშაბათია – დასვენების დღე, ჩემს ნებაზე ვარ და მინდა მოგესალმები და მინდა არა”.

ყველა იცინოდა, მაგრამ, რატომღაც, მე მოვხვდი თვალში და ახლა მე “დამცოფა”.

– შენ რაღა გაცინებს, შე არამზადავ? შენ საერთოდ არ ხარ ამ თეატრში გასაჩერებელი, მაგრამ… ყველანი ერთნაირები ხართ… “

მსახიობი დოდო ჭიჭინაძე გიორგი შავგულიძესთან დაკავშირებულ ერთ ისტორიას არაერთხელ იხსენებდა:

„პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინებაში“ მოულოდნელად აღმოვჩნდი. ჩამაცვეს მეღორე ქალის ტანსაცმელი. გამიკეთეს გრძელი ცხვირი.

– კულისებში იდექი. მე დაგიძახებ – ვერიჩკა! შენ შემოვარდი, – მითხრა ჟორა შავგულიძემ.

– როდის გავდივარ სცენიდან? – ვეკითხები.

– როცა ერთ ადგილას გიპწკენ, – მიპასუხა. შევედი სცენაზე. ჟორა მეკითხება.

– ღორმა რამდენი გოჭი გააჩინა?

– ოცდათექვსმეტი.

– ოცდათექვსმეტი? – გაკვირვებული მეკითხება ჟორა. მერე მიბწკინა. დამავიწყდა წინასწარი მოლაპარაკება და ვიკივლე – რას შვრები?! – ატირებული გავვარდი კულისებში. მაყურებელი კი იცინოდა“.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

იოსებ გრიშაშვილისანდრო ჟორჟოლიანი
გაზიარება14Tweet9Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026
კულტურა

ბრიჯიტ ბარდო გარდაიცვალა

14:22; 28 დეკემბერი, 2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20 დეკემბერი, 2025
კულტურა

„ნიჭიერი ბავშვი“

09:37; 7 დეკემბერი, 2025
კულტურა

„საინტერესო, განსხვავებული გამოფენა“:  გურული მხატვრები საშემოდგომო მოლბერტთან

22:21; 1 დეკემბერი, 2025

როგორ ამინდს პროგნოზირებენ უახლოეს დღეებში

„მომეცით გივი ბერიკაშვილი და ნახეთ რა ცეცხლს დავანთებ მოედანზე“

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
პოლიტიკა

ვოლსკი: სააკაშვილისთვის ახლა მთავარია საზოგადოებაში რაც შეიძლება მეტი განსხვავება გაჩნდეს, დაპირისპირების ახალი კერები შეიქმნას

15:03; 7.01.2026
პოლიტიკა

ქართველი მადურო ჩვენ გვიზის რუსთავის მე-12 ციხეში – შალვა პაპუაშვილი

15:02; 7.01.2026
სამართალი

საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას

14:57; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო სიურპრიზი   

11:45; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო საჩუქარი   

11:43; 7.01.2026
ზაფრანი

ქართული საშობაო სუფრა

11:42; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

11:39; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ზეიმი საქართველოში

11:37; 7.01.2026
მსოფლიო

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

11:30; 7.01.2026
სამართალი

მამა-შვილს მანქანით გადაუარეს – სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც

11:24; 7.01.2026
სამართალი

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

11:21; 7.01.2026
საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7.01.2026
საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

11:16; 7.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო