დღეს ასთმის მსოფლიო დღეა.
”შევამციროთ ასთმის მოვლის ხარვეზები“ – ეს არის მიმდინარე წლის სლოგანი, რითაც საერთაშორისი რესპირატორული საზოგადოებას მიმართავს იმუშაონ კოლეგებთან, პაციენტებთან და ჯანდაცვის პროვაიდერებთან, რათა აღმოაჩინონ და აღმოფხვრან ხარვეზები ასთმის მოვლაში.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ასთმის მოვლის ხარვეზები მოიცავს:
დიაგნოსტიკის საშუალებებზე და მედიკამენტებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობას;
სხვადასხვა სოციო-ეკონომიკურ, ეთნიკურ და ასაკობრივ ჯგუფებში ასთმის მოვლის არათანაბარ ხელმისაწვდომობას;
მდიდარ და ღარიბ თემებსა და ქვეყნებს შორის ასთმის მოვლის უთანასწორობას;
სამედიცინო მომსახურების პირველად, მეორეულ და მესამეულ დონეებს შორის კომუნიკაციასა და ასთმის მოვლის კავშირის დეფიციტს.
ასთმა არ არის განკურნებადი, თუმცა შესაძლებელია დაავადების მართვა, რათა შევძლოთ ასთმის შეტევების შემცირება და პრევენცია.
ინფორმაციისთვის, ასთმის მსოფლიო დღე 1993 წელს დაარსდა და მას შემდეგ მაისში აღინიშნება.