დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღავლინა.
„შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს“,_აღნიშნა ილია მეორემ ქადაგებისას.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, მარიამობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული, გადასვლა ამ მიწიერი ცხოვრებიდან მარადიულ ცხოვრებაში. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა არის დედა მთელი მსოფლიოსი, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ შევთხოვთ ღვთისმშობელ დედას, რომ თავისი წყალობა არ მოაკლოს საქართველოს.
ჩვენ ბედნიერნი ვართ, რომ ჩვენთან ერთად დღეს წირვას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მინისტრები, პარლამენტის თავმჯდომარე და წევრები პარლამენტისა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეეწიოს მათ“, _აღნიშნა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქრისტიანული სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეს – მარიამობას აღნიშნავს.