ა/ო განათლებისა და თანასწორობის ცენტრმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა საქველმოქმედო სახლ გურიის ბენეფიციარებთან.
შეხვედრა, რომელიც ოზურგეთში მერაბ კოსტავას ქუჩაზე მდებარე საქველმოქმედო სახლში გაიმართა, საარჩევნო სისტემების პოპულარიზაციას ეხებოდა. დღის ცენტრის ბენეფიციარები გაეცნენ საარჩევნო თემატიკას და ა/ო წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გადაავლეს თვალი არჩევნების ისტორიას საქართველოში.
_ ასეთი შეხვედრები კიდევ უფრო მეტად ინკლუზიურს და დემოკრატიულს ხდის სარჩევნო პროცესს. მოგეხსენებათ 2020 საარჩევნო წელია და ჩვენი პროექტის მიზანია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, ე.წ. გადაუწყვეტელმა ამომრჩველმა მიიღოს მასში მონაწილეობა და ხმა მისცეს ჩვენი ქვეყნის მომავალს, _ აღნიშნა პროექტის ხელმძღვანელმა ირინა საჯაიამ.
(R)