https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზება კვების ობიექტებში სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის 15 სექტემბერს

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    რუსეთ-უკრაინის ომი: 14 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    Associated Press: “ტრამპის შვილის ქორწილი პუტინის მეგობარმა ასობით ათასი დოლარით დააფინანსა”

    რუსეთ-უკრაინის ომი: 13 სექტემბრის მთავარი მოვლენები

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

შიდა სამზარეულოს დალაგების პროცესი შიდა დაპირისპირების ფონზე

8:09; 4.09.2017
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მართალია, წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაწყებულია, თუმცა, ლანჩხუთში პარტიები ჯერ კიდევ შიდა სამზარეულოს დალაგების პროცესში არიან. ოპოზიცია კადრების სიმწირეს უჩივის, “ქართულ ოცნებაში” კი პირიქით _ პროცესები შიდა კონკურენციისა და გარკვეული შიდა დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს.

ლანჩხუთში გამგებლობის კანდიდატად. დიდი ალბათობით, სახელისუფლებო გუნდმა არჩევანი საკრებულოს მოქმედ დეპუტატზე, საფინანსო კომისიის თავმჯდომარეზე ალეკო სარიშვილზე შეაჩერა.

რაც შეეხება “ოცნების” საარჩევნო სიას, რომლის პრეზენტაციაც 10 სექტემბრის შემდეგაა დაანონსებული, მასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, საარჩევნო სიის პირველი ხუთეული ასეა დაკომპლექტებული: ნინო კვირკველია, გიორგი ჯორბენაძე, ვერიკო კვირკველია, გოგი ხელაძე და გიგი გვარჯალაძე.

სიის ამ ვერსიის გამო, “ქართული ოცნების” ზოგიერთმა წევრმა აშკარად დაიწყო საუბარი გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, მაგული კუნჭულიას გავლენაზე, რომელსაც წლებია საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო წილოსანის ოჯახთან.

საქმე ისაა, რომ ვერიკო კვირკველია კუნჭულიას ქალიშვილია, ექიმი ნინო კვირკველია კი _ მძახალი. რაც შეეხება გიორგი ჯორბენაძეს, როგორც ამბობენ, ის მაგული კუნჭულიას ახლო მეზობელია.

ასევე, საგულისხმოა, რომ კულუარებში მაგული კუნჭულიას სამომავლოდ გამგებლის მოადგილედაც კი მოიაზრება. საკუთარ არგუმენტს ოპონენტები სწორედ კუნჭულიას წილოსანთან ზემოთ ნახსენები სიახლოვით ამყარებენ, ნინო წილოსანს კი ლანჩხუთში “ოცნების” გუნდის მთავარ “დამლაგებლად” მიიჩნევენ.

იმ ფონზე, რომ სიები ჯერ არ დაზუსტებულა, მის შემადგენლობაზე საუბარი ნაადრევად ეჩვენება თავად ნინო წილოსანს:

“მართალი გითხრათ, სიები ჯერ არ დაზუსტებულა და ცოტა არასერიოზულად მეჩვენება მის შემადგენლობაზე საუბარი. სიებთან დაკავშირებით ინფორმაციის მომწოდებელი საკმაოდ თამამია, საკუთარ ვერსიებს ასე უაპელაციოდ რომ ავრცელებს. რაც შეეხება ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ჩემი ახლობლების რაოდენობას და ვინაობას, ეს სია საკმაოდ დიდია და თუ მოვახერხე, შევეცდები, ამ კარგი ადამიანების სრული ბაზა გავაკეთო”, _ ამბობს დეპუტატი ჩვენთან კომენტარში.

 “ოცნების” საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მაგული კუნჭულიას გავლენებზე ღიად ისაუბრა “ქართული ოცნების” ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის წევრმა გვანცა ჩხარტიშვილმა, რომელმაც ამ თემაზე პრესკონფერენცია გამართა და ხმაურიანი განცხადების ფონზე პარტიის რიგები დატოვა. სხვათა შორის, გვანცა ჩხარტიშვილი მმართველი გუნდის მხრიდან რამდენიმე თვის წინ მაჟორიტარობის კანდიდატადაც კი მოიაზრებოდა ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულში, თუმცა, საბოლოოდ, ეს ვერსია არ გამართლდა და არჩევანი მოქმედ მაჟორიტარზე _ დავით ჩხარტიშვილზე გაკეთდა.

“ქართული ოცნების” ლანჩხუთის ორგანიზაციაში გამეფებულია უსამართლობა და განუკითხაობა, რასაც რამდენიმე თვე თვალყურს ვადევნებდი და აქამდე იმედი მქონდა სასიკეთოდ შეიცვლებოდა მდგომარეობა, თუმცა, სამწუხაროდ, მოლოდინი არ გამართლდა.

ჩემი ინფორმაციით, “ოცნების” საარჩევნო სია დაკომპლექტებულია მაგული კუნჭულიას სანათესაო კლანით და სამწუხაროდ, ორგანიზაციის ხელმძღვანელობას არ შესწევს უნარი, შეცვალოს ეს რეალობა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტიის რიგები, რომლის ერთგულიც ვიყავი დაარსების დღიდან”, _ აღნიშნა გვანცა ჩხარტიშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელიც დავით ჩხარტიშვილის თემასაც შეეხო:

“რაც შეეხება უშუალოდ სოფელ ნინოშვილის მაჟორიტარობის კანდიდატს, დავით ჩხარტიშვილს, ვფიქრობ, თავიდანვე დიდი შეცდომა იყო მისი მონაცემების გადაგზავნა თბილისის სათაო ოფისში, რადგან მას არასდროს არ უმუშავია “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად. პირიქით, მისი მხრიდან ყოველთვის საქილიკო საგანი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი”, _ აღნიშნა გვანცა ჩხარტიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გვანცა ჩხარტიშვილი საკუთარი კანდიდატურის დაყენებას ნინოშვილში სხვა პარტიიდან გეგმავს, თუმცა, ამ ეტაპზე, თავად არაფერს ამბობს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით და აანონსებს, რომ განცხადებას ამასთან დაკავშირებით, ახლო მომავალში გააკეთებს.

რაც შეეხება გვანცა ჩხარტიშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა მისმა ერთ-ერთმა ადრესატმა, მაგული კუნჭულიამ:

“საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა მაგ საკითხზე და არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობს გვანცა ჩხარტიშვილი ან სხვა ვინმე. არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ ამ საკითხზე”, _ გვითხრა მაგული კუნჭულიამ, რომელიც არ უარყოფს, რომ გარკვეული ურთიერთობა აქვს ნინო წილოსანის ოჯახთან:

“ჩემი ახლობელი არაა ნინო წილოსანი, უბრალოდ, წლებია ვიცნობ მის ოჯახს”.

გვანცა ჩხარტიშვილის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს ტყუილს უწოდებს დავით ჩხარტიშვილი:

“ჩემთვის წინა პლანზე დგას სოფლის მოსახლეობის პრობლემები, მათი გახმოვანება და არა პარტიული ინტერესები. თუმცა, არც პარტიული ინტერესების საწინააღმდეგოდ გამიკეთებია რამე. ისე, თუ ვინმე იყო ჩემი ქილიკის ობიექტი და ეს გვანცა ჩხარტიშვილმა და ნახევარმა სოფელმა იცოდა, პარტიაში არ იცოდნენ?!” _ გვპასუხობს დავით ჩხარტიშვილი.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” სიის მეორე ვერსიას, როგორც ამბობენ, აქ ლოკომოტივის როლს გამგებლობის კანდიდატი, ალეკო სარიშვილი იკისრებს, ხუთეული კი მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. თუმცა, სიის საბოლოო ფორმირებამდე ძნელია გადაჭრით რაიმეს თქმა.

დანარჩენი პარტიებიდან სიის პირველ სამეულზე მხოლოდ “ევროპულ საქართველოში” არიან შეჯერებულები _ აქ პირველი ნომერი პარტიის ლიდერი ირაკლი მარშანიშვილია, მეორე ნომრად მერობის კიდევ ერთი კანდიდატი ამირან გიგინეიშვილი იქნება, ხოლო მესამე ავთანდილ სურმანიძე, რომელიც ნიგვზიანში იყრის კენჭს.

საარჩევნო სიაზე, საბოლოოდ, “ნაციონალურ მოძრაობაში” არ შეჯერებულან, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, პირველ სამეულში მერობის სავარაუდო კანდიდატი კახა ასკურავა, გია გოგუაძე და სოსო ჩხაიძე მოხვდებიან.

“ლეიბორისტების” მერობის კანდიდატი ლანჩხუთში და სიის პირველი ნომერი პარტიის ახალი სახე, დავით მოქია იქნება, თუმცა, ვინ იქნებიან სიის მომდევნო ნომრები, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაა. როგორც “ლეიბორისტული პარტიის” ლანჩხუთის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ტარიელ კალანდარიშვილი ამბობს, პარტიას პრეტენზია აქვს, საკრებულოში, მინიმუმ, სამი კაცი შეიყვანოს და ფრაქცია შექმნას:

“რომ არა გაყალბებები, ჩვენს პარტიას  ბარიერის გადალახვის პრობლემა არასდროს ჰქონდა. ამ არჩევნებზეც, მინიმუმ, 10-15 პროცენტის აღებას ვვარაუდობთ. ჩვენს გეგმაშია საკრებულოში მინიმუმ სამი კაცით შევიდეთ და საკუთარი ფრაქცია შევქმნათ”, _ ამბობს ტარიელ კალანდარიშვილი.

რაც შეეხება სიის პირველ სამეულს, პარტიის თავმჯდომარის თქმით, იგი ფორმირების პროცესშია და ამ ეტაპზე მხოლოდ ისაა გადაწყვეტილი, რომ სიას სათავეში მერობის კანდიდატი ჩაუდგება.

დავით მოქია 1952 წელს დაიბადა ლანჩხუთში, საშუალო განათლება ქალაქის პირველ სკოლაში მიიღო, უმაღლესი სასწავლებელი კი ბათუმში დაამთავრა, სადაც დარჩა კიდეც საცხოვრებლად:

“სამსახურის გამო ბათუმში მიწევდა ცხოვრება, თუმცა, სისტემატურად მქონდა ურთიერთობა ლანჩხუთთან, სადაც მშობლები და ჩემი ძმა ცხოვრობდნენ. ასე რომ, ლანჩხუთი ჩემთვის კარგად ნაცნობია და არც მე ვარ ახალი სახე მათთვის”, _ ამბობს მერობის ლეიბორისტი კანდიდატი.

უცნობია, როგორ დააკომპლექტებს საარჩევნო სიას “პატრიოტთა ალიანსის” ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლის სადავეებიც ახლახან ჩაიბარა ელგუჯა ჩხაიძემ, რომელიც მანამდე “თავისუფალ დემოკრატებს” ხელმძღვანელობდა.

არც ისაა გაცხადებული, ლანჩხუთში თვითმმართველობის არჩევნებზე რა შემადგენლობით წარსდგება ნინო ბურჯანაძის პარტია, თუმცა, კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ ზოგიერთმა “ოცნებაზე” განაწყენებულმა კადრმა სწორედ ამ პარტიაში გადაინაცვლოს საარჩევნოდ.

თუმცა, “ოცნებიდან” შესაძლო გადმობარგებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს თავად პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ნონა მურვანიძე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17 სექტემბერი, 2026
პოლიტიკა

ლაშა მაღრაძე სუს-იდან იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე დააბრუნეს

12:08; 17 სექტემბერი, 2026

გამოკითხვა: "რას ელოდებით თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებიდან?"

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იმერეთის სამმართველოს განცხადება (R)

ყველა სიახლე

პოლიტიკა

„რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის მცდელობა მიუღებელია“- ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი

17:59; 17.09.2026
საზოგადოება

დმანისის სოფელ განახლებაში ცოფის გამო კარანტინი წესდება

17:46; 17.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 17.09.2026
ფინანსები

„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა

17:24; 17.09.2026
სამართალი

ლომბარდში თაბაშირისგან დამზადებული „ტელეფონის“ ჩაბარებას ცდილობდა-თაღლითობისთვის ერთი პირი დააკავეს

17:13; 17.09.2026
პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შეხვდა

17:10; 17.09.2026
საზოგადოება

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

17:05; 17.09.2026
სპორტი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა  სექტემბერი-ოქტომბრის მატჩებისთვის ცნობილია

15:34; 17.09.2026
საზოგადოება

ვადაგასული პრეპარატები და დარღვეული ეტიკეტირების წესი- ვეტერინარული აფთიაქი დააჯარიმეს

15:20; 17.09.2026
პოლიტიკა

სახელმწიფო შესყიდვებში სიახლეები დაინერგა: რა იცვლება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

15:10; 17.09.2026
საზოგადოება

ნონა ქურდოვანიძე: სააგენტო მოსაჩვენებლად შეიქმნა — ახლა ამის საჭიროებაც აღარ დგას

14:41; 17.09.2026
საზოგადოება

მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:15; 17.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – დისკომფორტია, როდესაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხვდება ციხეში

13:38; 17.09.2026
სამართალი

გურიაში ქვიშა-ხრეშის მოპოვების 13 ფაქტი გამოვლინდა

13:33; 17.09.2026
საზოგადოება

“ღმერთო, ახლა გიორგი გადაგვირჩინე…“ _ “გიორგის ლოცვა”

13:25; 17.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო