ასტროლოგებმა მიაქციეს ყურადღება რომ “შინაბერები” ძირითადად ქალწულის ჰოროსკოპის ნიშნის ქვეშ იბადებიან.
შესაძლოა, მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ დაუდგრომელი და ნევროზული ქალწული ვერ იტანს უზუსტობას ვერაფერში. იგი პერფექციონისტია და უნდა, რომ ურთიერთობებიც და პარტნიორიც იდეალური იყოს. ეს კი, მოგეხსენებათ, ხშირად ასე არ არის.
ქალი-ქალწულები, როგორც წესი, ცივები და უემოციოები არიან. საიდუმლო არ არის, რომ ქალწული – ყველაზე კრიტიკული და აღმზრდელობითი ბუნების მქონე ზოდიაქოს ნიშანია. ამიტომაც ცხოვრების მეგზურად ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები სამაგალითოს ეძებენ. პრინცები კი, როგორც ცნობილია, მხოლოდ რომანებსა და ზღაპრებში არსებობენ.
თუმცა, ქალწული ერთადერთი ნიშანი არ არის, რომელიც ქალს შინაბერობისთვის განაწყობს.
ვერძი – კიდევ ერთი ზოდიაქოს ნიშანია, რომელიც ქალს პირად ბედნიერებაში ხელს უშლის. ასტროლოგები აღნიშნავენ: ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები ზედმეტად ინიციატივიანები, მებრძოლები და ფეთქებადები არიან. ისინი გიჟდებიან თავგადასავლებზე და ვერ იტანენ ყოფითი ცხოვრების რუტინას.