მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ერთ-ერთ რესტორანთან ქართველი მომღერალი გია სურამელაშვილი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ სამართალდამცავებს გია სურამელაშვილი არ დაუკავებია.
თავად გია სურამელაშვილმა “რუსთავი 2“-ის ეთერში თქვა, რომ მცირე ინციდენტს hქონდა ადგილი.
“ჩემი თანამშრომლები დააკავეს. ვინ გადამიყვანა? ვის აქვს უფლება სადმე გადამიყვანონ. ზემოდან, ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ დააკავეს ჩემი თანამშრომლები“, _ თქვა გია სურამელაშვილმა.